“შიმშილობის მე-11 დღეს ვგრძნობ, რომ შევნელდი” – წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.
“კითხვა და საუბარი ისეთი რთული გახდა როგორც არასოდეს. ყველას ვერ გპასუხობთ მესენჯერში მაგრამ მიყვარხართ.
ჩემზე ნუ დარდობთ. მხნედ ვარ. დღეს ერთადერთი რამე მინდა ვუთხრა ხელისუფლებას:
დღევანდელ დღეს დაიბადა ქრისტე რომელიც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარს ეცვა და მაინც გვითხრა: “გიყვარდეთ მტერი თქვენი და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს”
ლუკა. (6:27)” – წერს ანა წითლიძე, რომელთან ერთადაც კიდევ 3 მამაკაცი შიმშილობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მათ შეწყვიტეს შიმშილობა.
რაც ეხება წითლიძეს, ის ამბობს, რომ აგრძელებს შიმშილობას.