თანამედროვე სამშენებლო პროექტში ბინის ყიდვის 6 უპირატესობა

342 წაკითხვა

იღბლიანი ხარ, თუ ცხოვრების იმ ეტაპს მიაღწიე, როცა საკუთარი ბინის შეძენისთვის გეგმებს აწყობ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რთულია იმის უგულებელყოფა, რომ სახლის შეძენით გამოწვეულ ამაღელვებელ ემოციებს არა ერთი ქაოტური და დამღლელი პროცესი ახლავს. უძრავი ქონების არჩევის დროს თავში ასობით კითხვა ჩნდება, მათზე პასუხების მიღება კი დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, მაგალითად:

  • რამდენი დაგვიჯდება ოცნების სახლის შეძენა?
  • სად სჯობს ბინის ყიდვა?
  • ახალაშენებული თუ ძველი საცხოვრებელი პროექტი?
  • რამდენი კვადრატული მეტრი დამჭირდება, რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი?
  • აივანი აუცილებელია?

ეს მცირე ჩამონათვალია იმ (ხშირ შემთხვევაში სასაცილო) შეკითხვების სიიდან, რომელზე პასუხებსაც ვერა და ვერ ვპოულობთ.

 

ამის შემდეგ კი ვიწყებთ მთელი ძალებით ვიწყებთ სახლის ძიებას. თავიდან, როგორც წესი, ონლაინ გამოძიებას ვატარებთ, შემდეგ ნაცნობებს ვეკითხებით აზრს, გავდივართ ქუჩებში და ვკითხულობთ უამრავ განცხადებას, რას აღარ ვაკეთებთ – ერთი მისამართიდან მეორეზე მივდივართ, 25-ე მცდელობაზე კი მთელი აღტაცება და სურვილი ქრება, იმ ენერგიასთან ერთად, რომელიც ოცნების სახლის მოსაძებნად ჰაერივით  გვჭირდებოდა.

 

თუ საკუთარი თავი ამოიცანი, გეტყვით, რომ ბინის შერჩევა არც ისე რთულია, როგორც ჩანს. მოდი, დავიწყოთ სულ თავიდან.

 

3 მთავარი ფაქტორი, რომელიც ბინის ყიდვამდე უნდა გავითვალისწინოთ:

  • ფასი
  • ადგილმდებარეობა
  • ფართის სიდიდე

 

ამასთან, თუ გსურთ, თქვენი ახალი საცხოვრებელი კომფორტული და უსაფრთხო იყოს, იდეალური იქნება, უძრავი ქონების ძიება ახალაშენებულ პროექტებში დაიწყოთ. ახალაშენებული კორპუსები ახლა ძალიან პოპულარულია და ადამიანების უმრავლესობა, ძიებას სწორად აქედან იწყებს.

მაღალი მოთხოვნის კვალდაკვალ კი მშენებარე კომპანიების რიცხვიც იზრდება. თითოეული მათგანი მომხმარებლებს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.

 

თანამედროვე სამშენებლო პროექტში ბინის ყიდვის 6 უპირატესობა:

  • ხარისხიანი საშენი მასალები
  • დაცულობა
  • სიახლოვე საზოგადოებრივ დაწესებულებებთან
  • სიმწვანე
  • პარკინგის სივრცე
  • ბავშვებზე მორგებული გარემო და სხვ.

 

თუ გეგმავთ თბილისის ცენტრში სახლის ყიდვას და იდეალურ ვარიანტს ეძებთ, მოგიყვებით კომპანია დომუსის შესახებ. დომუსი თანამედროვე და გამორჩეულ საცხოვრებელ კომპლექსებს სთავაზობს მომხმარებლებს თბილისის ცენტრში, განსხვავებულ ლოკაციებზე.

რა გამოარჩევს დომუსს?

  • უსაფრთხო გარემო
  • პრემიუმ კლასის ბინები
  • გამწვანებული სივრცეები
  • გამორჩეული დიზაინი
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა
  • დახურული ვერანდები

დომუსის ბინები ვაკეში:

დომუსის ბინები ვაკეში წამიერად იქცევს ყურადღებას არქიტექტურული კონცეფციით. პროექტის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერი, ასევე ხეების კომპოზიციაა, რომელსაც თანამედროვე დიზაინში გადმოცემული ტექსტურები ემატება. პროექტი გამოირჩევა სიმწვანით, პრემიუმ კლასის ბინების დახურული ვერანდებით და გასართობი სივრცეებით.

დომუსის ბინები ჭავჭავაძეზე კი სამ სხვადასხვა შენობას მოიცავს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება დიზაინით, ტონალობითა და სიმაღლით. არსებული კომპოზიცია გარშემო არსებულ ლანდშაფტს იდეალურად ერწყმის. აივნის დიზაინში გამოყენებულია ორანჟერეები და გამორჩეული ნარგავები.

თუ გსურთ, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია და გაიგოთ მეტი დომუსის მშენებარე კომპლექსების შესახებ ესტუმრეთ დომუსის ვებ-გვერდს: https://domusi.com .

 

 

 

Next Post

საქართველოში მოწინავე აუთსორს ბუღალტრული კომპანია დიდი და მცირე ბიზნესებისთვის

სამ მარ 14 , 2023
342 წაკითხვაბუღალტერია ერთ-ერთი ის სერვისია, რომელიც ნებისმიერი დიდი თუ მცირე ბიზნესის წარმოებისთვის შეუცვლელი ელემენტია. ბუღალტრული აღრიცხვა კი მოიცავს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას. სწორი აღრიცხვისათვის საჭირო პროცესების ჩატარების გარეშე, გარდა იმისა, რომ ბიოროკრატიული პრობლემები შეიქმნებოდა, ასევე, შეუძლებელი გახდებოდა კომპანიის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება. 21-ე საუკუნეში დიდი თუ მცირე ბიზნესები ქირაობენ ბუღალტრებს ან ბუღალტრულ კომპანიებს აუთსორსად. აუთსორს ბუღალტერიის საწარმოებლად დღეს არსებობს არა […]

შესაძლოა მოგეწონოთ