რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?

1,533 წაკითხვა

სოსო მანჯავიძე განმარტავს, თუ რისი თქმა სურდა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ჯართან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია:

„რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?
“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ”
ამ ფრაზის დასაწყისში რომ არსებითი სახელი ‘ჯარი”-ს,წინ ჩავამატოთ განსაზღვრება ”ისეთი”, ასევე ნაცვალსახელი “ის” “შევცვალოთ მსგავსი შინაარსის განსაზღვრებით და ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენოთ,მაგალითად,”იმგვარი” -აზრი გასაგები გახდება.
ქალბატონ სალომეს უნდოდა ეთქვა,რომ საქართველოს არ ჰყავს არც ისეთი ჯარი და არც იმგვარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომ რეგიონი დაიპყროს.
ამიტომო, ამბობს ის -“ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჩვენი მთავარი და ძალიან მაგარი იარაღია”

გავიმეორებ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ პოლიტიკოსმა, მითუმეტეს, პრეზიდენტმა, თავისი ნათქვამის შესაძლო ინტერპრეტაციებზე უნდა იფიქროს.

ისიც გასაგებია,რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ ფლობს ქართულს ,როგორც მშობლიურს,ამიტომ სჯობს წინასწარ მოამზადოს საკვანძო ფრაზები საჯარო გამოსვლის წინ,
ამასთან, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ცოდნა, მეცნიერება და კულტურა იმიტომ არაა მთავარი, რომ ჯარი და ეკონომიკა არა გაგვაჩნია, თუნდაც რეგიონის დასაპყრობად საკმარისი”, არამედ იმიტომ, რომ არსებითად მთავარნი არიან.

ამას თუ ხაზი არ გაესვა,მაშინ ჩვენ სამეზობლოს ვეუბნებით ღია ტექსტით,რომ ჯარი და იარაღი რომ გვქონდეს,დაგიპყრობდით,მაგრამ არა გვყავს და ამიტომ კულტურით და მეცნიერებით შემოვიფარგლებით,ეგაა ჩვენი მაგარი იარაღი ამ ვითარებაშიო.

ამავე დროსუნდა ვთქვა,რომ ძალიან სასაცილო იყო არასერიოზული, პოპულისტი და დემააგოგი ადამიანების რეაქცია, რომლებმაც ეს კაზუსი სულ სხვა სიბრტყეში გადაიტანეს.
დაეწყვნენ და იძახიან აქეთ-იქედან იმას, რაც არ უგულისხმია სალომე ზურაბიშვილს ამ მის, რბილად რომ ვთქვათ,უხერხულ ნათქვამში.

თავის ჭკუაში ქულებს იწერენ ურა-პატრიოტული განცხადებებით.
განსაკუთრებით გულდათუთქულნი სოროსის ბუდიდან დაფრთიანებული წიწილები არიან,
აქეთ წყალი და იქეთ მეწყერიო-ჩვენზეა ნათქვამი.

წერს სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე.

Next Post

„მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს“ - კალაძე 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ხუთ დეკ 12 , 2019
1,533 წაკითხვა14 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. კახა კალაძის ინფორმაციით, აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავჯდომარეობის საზეიმო აღნიშნვას უკავშირდება. „ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად […]