ექიმის პირველი კომენტარი – „მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა“

2,188 წაკითხვა

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა მხარე, ჭრილობები გულ-მკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობა. გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და თავის მიდამოში (თხემში) ოთხი ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი. ამ დროისთვის სისხლდენა შეჩერებულია, პაციენტი იმყოფება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რადიოლოგიურ დეპარტამენტში და დაზიანების ხარისხის მიხედვით გადაწყდება, უნდა ჩატარდეს თუ არა უკვე მეორე ოპერაცია ნეიროქირუგიული მიმართულებით. მისივე თქმით, მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

 

Next Post

დალევს თუ არა სააკაშვილი „ოცნების“ ჩაის?

ხუთ დეკ 19 , 2019
2,188 წაკითხვაამ ფოტოზე ხედავთ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჩაის ჭიქით ხელში, რომლითაც ის ასოცირებას აკეთებს 2003 წლის ე.წ ვარდების რევოლუციასთან, როდესაც პარლამენტში შევარდნის შემდეგ მან ედუარდ შევარდნაძის ჩაი დალია. ფოტოთი კი, რომელიც მან 15 დეკემბერს განაახლა, ერთგვარ ნიშანს აძლევს მოქმედ ხელისუფლებას.

შესაძლოა მოგეწონოთ