საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის სპეცრეისით 18 აპრილს ჩამოიტანენ

766 წაკითხვა

საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. საქართველოში წმინდა ცეცხლი ტრადიციულად Georgian Airways-ის რეისით ჩამოჰქონდათ, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო, ისრაელის მიერ, ისევე, როგორც საქართველოს მიერ, რეგულარული ფრენები შეჩერებული იყო.

როგორც ირკვევა, ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება, რომელიც საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს ის მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ.

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია და ის 199 ევროს შეადგენს.

​როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სოციალურ ქსელში დაწერა, ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან.

„წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაული განსხვავებულ პირობებში გაიმართება.
ღვთისმსახურებას 15-მდე აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელი დაესწრება, ხოლო წმინდა ცეცხლის გაგზავნა მართმადიდებლურ ქვეყნებში მოხდება შესაბამისი დელეგაციებისა დ ისრაელის პოლიციის ესკორტის დახმარებით.

გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან”, – დაწერა ელმა.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.

აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი – 12 აპრილიდან იწყება.

უცხოური მედია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის მექანიზმები, თუ როგორ წარიმართება ცერემონიები, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 18 აპრილს, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ 10-დან 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება, რომლებიც შემდეგ წმინდა ცეცხლს პოლიციის ესკორტის თანხლებით, ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

Next Post

„თუ ასეთი მაგრები ხართ, მიეცით წამალი სხვა ქვეყნებსაც, თქვენი დედა ვატირე! ნაძირლები ხართ!“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ორშ აპრ 6 , 2020
766 წაკითხვამალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში  შემდეგ პოსტს აქვეყნებს: „დარწმუნებული ვარ კორონავირუსი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ჩვევლებრივი გრიპია უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო და ჰიგიენა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით და რასაც ავრცელებენ 20 თუ 36 გამოჯანმრთელდაო არის სუფთად ჩაცმული ტყუილი. თუ ასეთი მაგრები ხართ მიეცით განკურნების წამალი სხვა ქვეყნებსაც ამის დედა ვატირე ყველაფერი პოლიტიკურად ანგარიჟებულია ქართული ოცნება საძირკვლიდან დაწყებული ბოლო პოესამდის ტყუილებით ხართ აშენებული […]