„ხელისუფლება, პრაქტიკულად იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც დაგროვილია“ – აცხადებს გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ბოთლიდან ამოსული ჯინის ისევ ბოთლში შებრუნებას ცდილობს.
„ხელისუფლება ამბობს, – კი ბატონო, არის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ჩემი ბრალი კი არა, ოპოზიციის ბრალია და მე არ ვაპირებ მათ მოგვარებას.
ჩემი აზრით, ასეთი კომიკური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ პრობლემებთან, რაც პოლიტიკურმა დღის წესრიგმა მის წინაშე დააყენა. გარდა ამისა, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ბოთლიდან ამოსული ჯინის ისევ ბოთლში შებრუნებას წიხლით ცდილობს. ვგულისხმობ მის მცდელობას ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას ის პრობლემები, რომლებზეც მას პასუხი აქვს გასაცემი. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა რამდენიმე ფეთქებადსაშიში გარემოება შექმნა, მათი გადაუჭრელობის გამო ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს აქტუალური და მორიგი დაპირისპირების საბაბი“ – აცხადებს ხუხაშვილი.