„რა სარგებელი შეიძლება მიიღოს “ქართულმა ოცნებამ”, თუ ქართული ეკლესია დაიშალა?“

„ივანიშვილმა აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის – ქველმოქმედება. თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას არ ექნება სტრატეგიული გეგმა და არ იქნება სისტემური ცვლილებები, არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვონ კიდეც, მაგრამ ქვეყნის განვითარებაზე ეს არ აისახება”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფრთხილად – მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!” / “რუსეთისთვის ეკლესიაში განხეთქილება საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერის გაჩენისა, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე”.

“იმ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის რამხელა ძალა აქვს ეკლესიის მხარდაჭერას და იმის შიშით, მოახლოებულ არჩევნებში შესაძლოა ეს ვეღარ მიიღოს სახელისუფლებო პარტიამ და შესაძლებელია საზოგადოებაზე ეკლესიის გავლენის შესუსტებას ცდილობდნენ, ვერ გავიზიარებ… რა სარგებელი შეიძლება მიიღოს “ქართულმა ოცნებამ”, თუ ქართული ეკლესია დაიშალა? ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ შფოთისა და არეულობის საფუძველი, რაც მთელ სახელმწიფოს და მასთან ერთად ხელისუფლებასაც დააზიანებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თორემ მთავარი „კინო“ შესაძლოა, ჯერ კვლავ წინ იყოს. როცა ლაპარაკია ეკლესიისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია. ნუ მოვიტყუებთ თავს – მომავალში ეკლესიაც შეეცდება პოლიტიკაზე ზეგავლენას და პოლიტიკაც ეკლესიის საქმეებში ჩაურევლად არ გაჩერდება. რაც შეეხება ეკლესიის რეფორმირებას, ვფიქრობ, აუცილებელია. ეს ცოცხალი ორგანიზმია, ცვლილებები მუდმივად საჭიროა, საჭიროა თაობათა ცვლა, მიდგომების შეცვლა. ამ ცვლილებებს ეკლესიურად განწმენდა ჰქვია, ეკლესია არაერთი მანკიერებისგან არის გასათავისუფლებელი და რაც მალე დაიწყებენ, მით უკეთესი. ქართული ეკლესია ტრადიციულად საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრი გახლდათ. ის მაშინ იყო ძლიერი და ავტორიტეტული, როდესაც ეს მიმართულება იყო წინ წამოწეული. როდესაც ეს არ ხდებოდა, ეკლესიის ავტორიტეტიც ეცემოდა. ახლა ქართული ეკლესიის მესვეურების ამოცანაა, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსი აღადგინონ“, – დასძენს მამუკა არეშიძე. 

ipn

  • -

    გია ვოლსკი – აშკარაა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული

    აშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია…

    „ჩემი შენ გითხარიო..“ – ნატო ჩხეიძე ირაკლი კობახიძეს

    ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს აფასებს. ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ კარგია, პრორუსული ფრთა რომ არ შემოვიდაო. ნაწილს პრორუსულად აღიქვამენ და…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *