გია ვოლსკი – აშკარაა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული

378 წაკითხვა

აშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას.

„მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, მაგრამ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ ისაუბრებს, იმოქმედებს, მხოლოდ იმისათვის, რომ როგორმე ამ პოზიციამ აქ, შიგნით, საქართველოში მოიპოვოს რაღაც უპირატესობა, რაც უპერსპექტივოა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პიროვნებაზე მეტყველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Next Post

არავისთან შეხვედრა არ გინდა - ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია

ორშ თებ 19 , 2024
378 წაკითხვაბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ არც ევროკავშირის გაფართოების საკითხი და არც ინვესტორების […]