ერთი მსახიობის მარიონეტების თეატრი – რას მივიღებთ სამთავრობო ცვლილებებით

2,927 წაკითხვა

„არსებობს ასეთი გამოთქმა – მეცამეტე გოჭი, რომელიც პროცესებში როლს არ თამაშობს. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ასეთი გამოთქმაა – მეცამეტე გოჭი, რომელიც დიდ გაუგებრობაშია.
დაახლოებით ეს სიტუაციაა“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს მხოლოდ მეცამეტე პირები ჰყავს, ხოლო რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო   ცვლილებებს, ეს პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის.

„ჩვენთან არის პირველი და დანარჩენი რუხი მასა, მეტი არაფერია. ჩვენ ვუყურებთ ერთი მსახიობის მარიონეტების თეატრს. ჯერჯერობით პოლიტიკური მოზაიკა არჩევნების წინა წელს არ არის ისეთი, საიდანაც ოპტიმისტური მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაცა იქნება. რაც შეეხება პროცესებს, ალბათ საკმაოდ მწვავე და საკმაოდ დინამიური იქნება. დღევანდელი სტატუს-კვო მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. იმიტომ, რომ ფიგურანტები იგივე დარჩებიან, შეიძლება პოზიციები შეიცვალოს. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ხომ ძალიან მოკლე სკამი აქვს.
ვერ გამოდის ამ სკამის ხიბლისგან და კიდევ უფრო და უფრო ვიწროვდება მისი საკადრო შესაძლებლობები, შესაბამისად, შეიძლება შიგნით რაღაც გადაადგილებები მოხდეს, მაგრამ ეს პოლიტიკურ მოცემულობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის“ – აცხადებს ხუხაშვილი.

Next Post

შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი

სამ სექ 3 , 2019
2,927 წაკითხვასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. ამასთან, მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია. ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.

შესაძლოა მოგეწონოთ