„აპრილი – მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“ – ამირან გამყრელიძე

2,033 წაკითხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პროგნოზით, მიმდინარე კვირის ბოლოს მოსალოდნელია, რომ საქართველოში კორონავირუსით  ინფიცირების რაოდენობა 350-დან 400-მდე -მდე გაიზრდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ვიდეოჩართვაში ისაუბრა:

„მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი – მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. აუცილებლად, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Next Post

„ახლა მეტს აღარაფერს დავწერ, თორემ სათქმელი ძალიან ბევრია“ - ზვიად კვაჭანტირაძე

სამ აპრ 7 , 2020
2,033 წაკითხვაროდესაც გადაწყდა ეს ჩვენი წამყვანი მედიკოსები ყოველდღე ეთერებში აღარ დასხდებიან და საქმის კეთებას გააგრძელებენო, გამიხარდა. დღეს რა ხდებოდა? ამ ადამიანების მაქსიმალური ექსპლოატაცია გადაწყდა? ეს სიტყვები – “ვერტიკალის გაძლიერება” და მსგავსი, Ჩვენ მაინც ვიცით საიდან მოდის და სავარაუდოდ, ვისი დაწერილია. ამ პანდემიას, ჯერჯერობით, კარგად ვუმკლავდებით და რელსებიდან გადასვლა რა საჭიროა? საზოგადოებას თუ ძალიან დიდ მოლოდინს შეუქმნიᲗ მერე ეს ცუდად შემობრუნდება. […]

შესაძლოა მოგეწონოთ