„რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია მტრული კითხვების გარდა არაფერს გეკითხება“

1,285 წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრიფინგების ჩატარების აზრს ვეღარ ხედავს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, მედია მხოლოდ მტრულ შეკითხვებს სვამს და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.

„რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია არაფერს გეკითხება გარდა მტრული კითხვებისა, შემდეგ კი სიმართლის გაშუქებაზე უარს ამბობს. ისინი იღებენ მაღალ რეიტინგს, ამერიკელი ხალხი კი არაფერს იღებს ყალბი ახალი ამბების გარდა. ისინი არც დროის და არც რაიმე ძალისხმევის ღირსნი არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.

Next Post

„სანამ სამშობლოს მავნებლები და სვეწკი გოიმები ხალხის მოტყუებას დაიწყებენ, დავასწრებ..“ – დიმიტრი სამხარაძე

კვი აპრ 26 , 2020
1,285 წაკითხვასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქში წერს: “სანამ ჩვენი სამშობლოს მავნებლები და სვეწკი გოიმები სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანას და ხალხის მოტყუებას დაიწყებენ, დავასწრებ და იტალიის სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებების შესახებ გიამბობთ! ახლახანს, მაქსიმუმ 3 კვირის წინ გასცეს ჯერჯერობით ერთჯერადი დახმარება იმათზე, ვისაც მცირე შემოსავალი ჰქონდა, ისიც 100-150-200 ევროს ოდენობით, გადასახადები გადაუვადეს 3 თვით და არანაირი შეღავათი, სულზე უნდა დაერიგებინათ […]