„სანამ სამშობლოს მავნებლები და სვეწკი გოიმები ხალხის მოტყუებას დაიწყებენ, დავასწრებ..“ – დიმიტრი სამხარაძე

1,720 წაკითხვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქში წერს:

“სანამ ჩვენი სამშობლოს მავნებლები და სვეწკი გოიმები სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანას და ხალხის მოტყუებას დაიწყებენ, დავასწრებ და იტალიის სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებების შესახებ გიამბობთ!

ახლახანს, მაქსიმუმ 3 კვირის წინ გასცეს ჯერჯერობით ერთჯერადი დახმარება იმათზე, ვისაც მცირე შემოსავალი ჰქონდა, ისიც 100-150-200 ევროს ოდენობით, გადასახადები გადაუვადეს 3 თვით და არანაირი შეღავათი, სულზე უნდა დაერიგებინათ 5 ცალი ნიღაბი (გუშინ გამოაცხადეს) და დღეს თითქმის ყველა აფთიაქთან განთავსებულია წარწერა – ნიღბები გათავდა და რიგს ნუ დაიკავებთო…

რაც შეეხება გაჭირვებულებისთვის და საბავშვო ბაღებიდან პროდუქტების დარიგებას, ვისაც კი ვუთხარი, ყველას გაუკვირდა და სულ “ბრავისიმა” იძახეს! ყველაფერი შედარებითია და თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებები არის უპრეცენდენტო! არასოდეს არცერთ მთავრობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყავდა დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხალხისათვის 1 თეთრის დახმარება არ გაუცია ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, იმათმა? იჭორიკნონ”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

Next Post

„ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი - მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ „ბუტკაში“

კვი აპრ 26 , 2020
1,720 წაკითხვაზურაბ გურული ფეისბუქში წერს: „ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ; გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ; აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე; პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით. თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია. ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ „ბუტკაში“. ალბათ კიდევ ბევრ „საოცრებას“ […]