დონალდ ტრამპი – „დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ

412 წაკითხვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ.

„დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ. მივმართავ ყველა ლათინო ამერიკელს ფლორიდასა და მთელს მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს პარტიაში“, – განაცხადა ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს.

„ალბათ ისევ მომიწევს ამის გაკეთება, მაგრამ თვალყური ადევნეთ”, – მიმართა ტრამპმა ამომრჩეველს.

შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. მედიის ინფორმაციით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატები, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები, ირანული რაკეტების გამოყენებით, უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადებიან - ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება

ორშ ნოე 7 , 2022
412 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდება. „ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში […]

შესაძლოა მოგეწონოთ