556 წაკითხვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ცალკე დავალება დაზვერვისთვის – დაადგინონ ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ სარაკეტო დარტყმებში, ირანულ დრონებთან სქემებში.
ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა იყოს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამისთვის ვმუშაობთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.