„ქართულმა ოცნებამ“ უფრო აიტკივა თავი, არდანიშნული სააკაშვილი..“ – რამაზ საყვარელიძე

2,335 წაკითხვა

„უდავოდ ნიჭიერი კაცია. ის ელასტიკურია. ის გრძნობს პოლიტიკურ დროს და ამაზე თამაშობს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სააკაშვილის შეფასებისას. მისი თქმით, სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე არდანიშვნა საქართველოს ხელისუფლებას მეტ პრობლემებს შეუქმნის:

„თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ის მიხვდა, რომ რუსეთის ინტერესებშიც იყო შევარდნაძის შეცვლა და ამერიკის ინტერესებშიც და მან ამას თავი გაართვა. უკრაინაში თანამდებობაზე არ დანიშნული სააკაშვილი, ალბათ უფრო მოიცლის ქართული პოლიტიკისთვის. ამ მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო აიტკივა თავი, უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდება“ – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

Next Post

,,ეშმაკის ადვოკატი” – ახალი მედია პროექტი გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილისგან

ხუთ აპრ 30 , 2020
2,335 წაკითხვა,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლდერი გიგა ბოკერია და ჟურნალისტი თამარ ჩერგოლიშვილი ახალ მედიაპროექტს აანონსებენ, პროექტის სახელწოდება ,,ეშმაკის ადვოკატი“ იქნება. არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება. მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე – ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა. შ.) – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ,,მალე ასეთი ამბავია: სანამ კარანტინში ვართ და ნორმალური რუტინა […]

შესაძლოა მოგეწონოთ