პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილს ვერ მოიაზრებს, როგორც პოლიტიკაში მყოფ პირს და მიიჩნევს, რომ მისი ადგილი არ არის პოლიტიკაში.
„მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი ასვლა პოლიტიკური მწვერვალზე.“- ამბობს ის. ოქრუაშვილი ასევე ეწინააღმდეგება შესაძლებლობას, რომ მერაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ხაზით იყოს მაჟორიტარი.