თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს

204 წაკითხვა

თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„[პუტინსა და ერდოღანს შორის] საუბრისას რუსეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა საღი აზროვნებით მოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბრისას აღინიშნა, რომ არავინ არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც რუსეთში მოხდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ, როგორ თურქეთი, მზად ვართ ამ კონტექსტში მოვლენების უსწრაფესად დარეგულირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,” – წერია განცხადებაში.

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, ახლა პროცესი დასასრულს უახლოვდება

შაბ ივნ 24 , 2023
204 წაკითხვარუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო და ახლა დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად უნდა ემზადოს. „რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!” – წერს სააკაშვილი.

შესაძლოა მოგეწონოთ