,,ეშმაკის ადვოკატი” – ახალი მედია პროექტი გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილისგან

1,158 წაკითხვა

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლდერი გიგა ბოკერია და ჟურნალისტი თამარ ჩერგოლიშვილი ახალ მედიაპროექტს აანონსებენ, პროექტის სახელწოდება ,,ეშმაკის ადვოკატი“ იქნება.

არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება. მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე – ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა. შ.) – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

,,მალე ასეთი ამბავია:

სანამ კარანტინში ვართ და ნორმალური
რუტინა დარღვეული გვაქვს, გადავწყვიტეთ რაც გვიყვარს, იმას მეტი დრო დავუთმოთ.

ჩვენ კამათი გვიყვარს.

ამიტომ ასეთი პროექტი მოვიგონეთ – ეშმაკის ადვოკატი დავარქვით.

თავის დაზღვევისთვის აღვნიშნავ, რომ ეშმაკებთან, ჭინკებთან და მხეცის ნიშნებთან პროექტს საერთო არ აქვს.

არსიდან გამომდინარე დავარქვით.

არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება.

მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე – ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა. შ.)

ვინ იცის, ეგებ უკეთესი კითხვები დავსვა მოწინააღმდეგის პოზიციიდან და უკეთ გავჭედო, ვიდრე მისი რეალური მოწინააღმდეგეები ახერხებენ?

დრო გვაქვს შემოსაზღვრული და ჭადრაკის საათით ვაკონტროლებთ (ჩემი აქილევსის ქუსლი ეგ ყოფილა, ღილაკზე დაჭერა მავიწყდება როცა მისი დრო მიდის).

ტაბულაზე დადება მეუხერხულება – (მეჯავრება ქმრები რომ დაჰყავთ საკუთარ გადაცემებში).

ამიტომ ტაბულას ექსპლუატაცია რომ არ გამომივიდეს (მიუხედავად იმისა, რომ იქ მეტი ადამიანი ნახავდა) – ჩემი კედლიდან გავუშვებ და თუ დაგაინტერესებთ, გვიყურეთ.

თან სახალისოა, მაგრამ თან სერიოზული – ტესტებით როგორც მივხვდი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

Next Post

„დღეს დამირეკა პოსტTV-იმ და აბა თუ გამოიცნობთ რა მკითხეს“ - თინა ხიდაშელი

ხუთ აპრ 30 , 2020
1,158 წაკითხვათინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა: „იყო დრო სრულიად უნიჭო კითხვებით მირეკავდა რეალტTV, დღეს დამირეკა პოსტTV-იმ და აბა თუ გამოიცნობთ რა მკითხეს მე მეკითხება შალვა რამიშვილის დავალებით გოგონა, რა აზრი მაქვს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში მიშა სააკაშვილის ბრალეულობაზე. Shalva Ramishvili აი მართლა გულგონთხართა? და კახა კალაძეს თუ დაურეკეს და აზრი რამ შეუცვალა ეს თუ გაარკვიეს“