„დღეს განვითარებული მოვლენების ჯაჭვი მიჩენს ეჭვს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლების..“ – დავით ჩიხელიძე

589 წაკითხვა

აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ISFED-ის და TI-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა)  დღევანდელ გადაწყვეტილებას, მათ ცესკოს-თან არსებული საკონსულტაციო საბჭო დატოვეს და მის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს არაფერი დაუკარგავს, მაგრამ ბევრი დაკარგა ორმა ორგანიზაციამ, კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია, ნათლად გამოჩნდა, რომ ისინი პარტიულ დანამატს წარმოადგენენ და არა დამოუკიდებელ ორგანიზაციას.“– აღნიშნავს ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

„სამწუხაროა, რომ მათი გადაწყვეტილება ვარაუდს ეფუძნება და არა არგუმენტირებულ ფაქტებს. ზოგადად საზოგადოება აღნიშნული ორგანიზაციებისგან, შეეჩვია ვარაუდზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას, რაც დემოკრატიის საუკეთესო პრაქტიკას ნამდვილად არ წარმოადგენს!

მეორე საკითხია „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ცესკოს სხდომის დატოვება, ისინი წლების განმავლობაში ითხოვდნენ ოლქის დროებითი წევრობის მსურველებთან გასაუბრებას, გასაუბრება რომელიც გუშინ ჩატარდა მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩეოდა(გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში) მაგრამ როგორც ჩანს ნაციონალებისთვის და ევროპელებისთვის, მთავარი არა გამჭირვალობა არამედ დებოშია, მათ ზემოთ ნახსენები ორი ორგანიზაციის მსგავსად მიიღეს ვარაუდზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

დღეს განვითარებული მოვლენების ჯაჭვი მიჩენს ეჭვს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლების გადაწყვეტილება ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია, მათი ქმედების ერთადერთ მიზანს ცესკოს და არჩევნების დისკრედიტაცია წარმოადგენს, ამისთვის კი ფონს თვითონვე ქმნიან.”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ხარ კი ღირსი სერიოზულ არასამთავრობო ორგანიზაციად იწოდებოდე?“ - დავით ლილუაშვილი

ორშ აგვ 9 , 2021
589 წაკითხვააღშფოთებას ვერ ვმალავთ ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დესტრუქციული განცხადებების გამო. „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებების მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი,რომლის ფუნქციაა, რეკომენდაციები წარუდგინოს საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. დღეს აღნიშნული ჯგუფის დატოვების მიზეზად „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა დაასახელეს. როდესაც შესაბამის ფორმატში არ შეგიძლია […]

შესაძლოა მოგეწონოთ