„ყველა დეპუტატს შეუწყდება უფლებამოსილება, რომელიც განცხადებით მოგვმართავს, დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან“ – ირაკლი კობახიძე

1,386 წაკითხვა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები”, – განაცხადა კობახიძემ.

ipn.ge

Next Post

ალერგიულ ადამიანებს გირჩევთ covid19-ის ეს ვაქცინა არ გაიკეთოთ – რა ვაქცინაზეა საუბარი?

ოთხ დეკ 9 , 2020
1,386 წაკითხვადიდი ბრიტანეთში ალერგიულ მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის მარეგულირებელნა უწყებამ გაავრცელა. ამის შესახებ Guardian წერს. დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის რამდენიმე მუშაკს, რომელთაც აცრა გაუკეთეს, ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ. ამასთან, ალერგოლოგების თქმით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. ადამიანებმა, რომელთაც წამლებსა და საკვებზე მკვეთრად გამოხატული ალერგია აქვთ, თავადაც იციან, რომ ნებისმიერი აცრა მათთვის სასურველი […]