ალერგიულ ადამიანებს გირჩევთ covid19-ის ეს ვაქცინა არ გაიკეთოთ – რა ვაქცინაზეა საუბარი?

1,336 წაკითხვა

დიდი ბრიტანეთში ალერგიულ მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის მარეგულირებელნა უწყებამ გაავრცელა. ამის შესახებ Guardian წერს.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის რამდენიმე მუშაკს, რომელთაც აცრა გაუკეთეს, ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ.

ამასთან, ალერგოლოგების თქმით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. ადამიანებმა, რომელთაც წამლებსა და საკვებზე მკვეთრად გამოხატული ალერგია აქვთ, თავადაც იციან, რომ ნებისმიერი აცრა მათთვის სასურველი არ არის.

ამასთან, ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყების ცნობით, იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება.

“ალია” კი შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ვაქცინა, დასუსტებული ვირუსია, განსხვავებით ფაიზარისა და მოდერნას ვაქცინებიდან, შესაბამისად, ოქსფორდის ვაქცინას რომ შესაძლო, ალერგიული რეაქცია ექნებოდა, ექიმები ამაზე წინასწარ საუბრობდნენ.

რა გვერდითი მოვლენები აქვს სხვა ვაქცინებს, ამაზე “ალიას” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა წერეთელი ესაუბრება:

ამ მომენტში არის 3 ვაქცინა ყველაზე წინ, ფაიზერის, მოდერნას და ოქსფორდის. მოდერნას და ფაიზერის, არის სინთეზური, ანუ სინთეზური „რნმ“-ი შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში. ფაიზერი ღიად იძახის, რომ გაკეთებიდან რამდენიმე დღის მანძილზე იქნება მხარის (კეთდება მხარში, როგორც „ბცჟ“) ტკივილი, კუნთების ტკივილი და შეიძლება იყოს, რამოდენიმე დღე ტემპერატურაც კი. მოდერნაც სინთეზურია და დაახლოებით იგივე ჩვენება ექნება. ფაიზერის ვაქცინას სჭირდება მინუს 70, მინუს 80 გრადუსზე შენახვა და პირველი 6 საათის განმავლობაში უნდა გააკეთო, როცა წამოიღებ სპეციალური მაცივრიდან, თორემ, მერე უბრალოდ გაფუჭდება. ლოჯისტიკურად ეს ძალიან რთული იქნება. მოდერნას შენახვა კი შეიძლება მინუს -2-დან მინუს 8 გრადუსამდე, ანუ, ისევე, როგორც ინახება სხვა ბევრი ვაქცინა. ამიტომ, მოდერნას ვაქცინისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე ცივი ჯაჭვი და იგივე ლოჯისტიკა, რაც უკვე გვაქვს. ამიტომ, მოდერნას ვაქცინა იქნება იდეალური საქართველოსთვის. განსხვავება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინას შორის ის არის, რომ ფაიზერის ვაქცინა უფრო ადვილად მზადდება, მოდერნას ვაქცინის დამზადებას მეტი დრო სჭირდება, ამიტომ ფრაიზერი უფრო მალე გამოჩნდება ბაზარზე, მაგრამ მე ვფიქრობ, საქართველოსთვის, უფრო მისაღებია მოდერნა, ან თუნდაც ოქსფორდის ვაქცინა, რომელშიც უკვე არასინთეტური, არამედ დასუსტებული ვირუსია, ამ ორივეს შეუძლია გამოიყენოს ორივე ცივი ჯაჭვი, რომელიც საქართველოში არსებობს. ძალიან ბევრი ეჭვებია ვაქცინასთან დაკავშირებით, ყველა ფიქრობს, რომ სწრაფად კეთდება, მოსახლეობის დიდ ნაწილი სტეპტიკურად უყურებს იმუნიზაციას, ამიტომ, როგორც ვუთხარი პრემიერს, მიუხედავად იმისა, შემოსულია ვაქცინა, თუ არა, დღეს უკვე უნდა ჩართოს საქართველომ პროგრამა და უნდა მოხდეს ფართო გაშუქება იმისა, რა არის ეს ვაქცინა, როგორ მუშაობს და ა. შ. ისიც ვუთხარი, რომ არ უნდა დაიმალოს, რომ ეს ვაქცინა არის 21 დღიანი, პირველსა და მეორე დოზას შორის, შუალედი უნდა იყოს 21 დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი დოზის გაკეთებიდან 21 დღის მანილე ისევ ვიცავთ რეგულაციებს ჩვეულებრივ და მეორე, აქვს გვერდითი მოვლენები, პირველი რამდენიმე დღე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გაკეთებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ექნება სახსრების ტკივილი, ან სიცხე, რომ მერე არ დაიწყოს საუბრები, რომ აი, ამ ვაქცინას ასეთი ეფექტი ჰქონია… ამაზე უნდა დაიწყონ საუბარი, მოხსნან კაზინოების რეკლამა ტელევიზიებიდან და გაუშვან ეს! 

Next Post

რა შეუთვალა ივანიშვილმა გახარიას, რამ “გამოაღვიძა” მინისტრი ტიკარაძე და ვის გამოურთეს “მწვანე შუქი

ოთხ დეკ 9 , 2020
1,336 წაკითხვარა ხდება ქვეყანაში, როდემდე გაგრძელდება კოვიდინფექცით ადამიანების გარდაცვალება და რატომ დგას ყალყზე მოსახლეობა, რომელსაც უშუალოდ შეეხო ჯანდაცვის სფეროში შექმნილი განუკითხაობაა? „ალიას“ წინა ნომერში გამოვაქვეყნეთ სასწრაფო დახმარების სამსახურის შეფის ავთანდილ თალაკვაძის სამსახურიდან დათხოვნის დეტალური კულუარები და როგორც ირკვევა, სწორედ მისი წასვლით გამოეცალა საძირკველი საბოტაჟის იმ ფუნდამენტს, რომელიც თავის დროზე ააშენა „ნაცმოძრაობამ“ მასთან მიბმულმა არაერთმა „ოცნების“ ჩინოვნიკმა. მაშ, ასე… დღეს გთავაზობთ […]