თამთა მეგრელიშვილი – „მიუხედავად იმისა, რომ ლევან თარხნიშვილმა ძალიან კარგად იცის ეს, ის მაინც დიდ ტყუილზე წავიდა“

461 წაკითხვა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, 2007-2010 წლებში ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი საზოგადოებას ატყუებს, როცა ცდილობს დაამტკიცოს, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა გაშვება (მაგალითად ფოთის ოლქში) მოხდა იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა არ გააყალბეს არჩევნები.

სინამდვილეში კანონმდებლობით ასეა, მუდმივმოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, ხელშეკრულებით, არჩევნების ვადით ხდება საარჩევნო კომისიის წევრთა აყვანა.

ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა და კომისიის წევრთა აყვანა საარჩევნო ვადით მოხდა.

მეორე ტურებზე წინასწარი გათვლა იყო შეუძლებელი ამიტომ ლოგიკურია, რომ ხელშეკრულებით საარჩევნო ვადით აყვანილ კომისიის წევრთა დაკომლექტება შეიძლებოდა შეცვლილიყო და შეიცვალა (მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე).

მიუხედავად იმისა, რომ ლევან თარხნიშვილმა ძალიან კარგად იცის ეს, ის მაინც დიდ ტყუილზე წავიდა. ამაოდ ცდილობს საკუთარი თავიცა და ამომრჩეველიც “ნაციონალური მოძრაობის” “სიწმინდეში” დააჯეროს და ერთგვარ პროვოკაციას აწყობს.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Next Post

„ნეტავ ვინ იყო ის შავი კაცი?“ - გია გაბრიჭიძე

ოთხ ოქტ 20 , 2021
461 წაკითხვაჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: „ნეტავ ვინ იყო ის შავი კაცი? აღმოჩნდა, რომ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ყოფილა, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სულ ცრემლები აღვარღვალა – ფოთში საარჩევნო კომისიებს თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივნები ტოვებენო. აუჰ, თავიდან შევჩქვიფდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ცესკოში 62000 ადამიანი მუშაობს და სრულიად ნორმალურია, რომ რამდენიმე მათგანი ავად გახდეს, ან ოჯახში რაიმე […]

შესაძლოა მოგეწონოთ