„ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

1,625 წაკითხვა

„ნაციონალური მოძრაობა“, ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ, მათ პარტიასთან ასოცირებული  გვერდების დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მასთან რაიმე ტიპის კავშირებს უარყოფს:

„პირველ რიგში, მივესალმებით ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სწორედ ნაციონალური მოძრაობა და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.

ჩვენი უმთავრესი პრინციპია – საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ ქართული ოცნება სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან.“- ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

Лига Ставок Это Развод? Отзывы О Букмекерской Конторе

ხუთ მაი 7 , 2020
1,625 წაკითხვაЛига Ставок Участие в Программе позволяет ее участникам, исходя из достигнутого статуса получать дополнительные привилегии, кэшбек до 12,5%, фрибеты, различные подарки на усмотрение букмекера. Для входа в мобильную версию нужно ввести в адресной строке браузера смартфона лига ставок адрес основного сайта. Автоматически смартфон откроет адаптированную под телефон версию. «Лига Ставок» входит в число ведущих технологичных букмекеров. Компания разработала свои […]

შესაძლოა მოგეწონოთ