ორი საფრთხე – გახარია თუ გოგაშვილი – ვინ დაამთავრებს „ოცნებას“?

749 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ დემონტაჟი დაწყებულია.  სახელისუფლებო პარტიის რღვევის პროცესი, პოლიტიკურად ყველაზე რთულ დროს, ადგილობრივი არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხდება, რაც „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად საბედისწერო იქნება. მართალია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ  „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, „ოცნებას“ გიორგი გახარიას შემდეგ, კიდევ ერთი სერიოზული თავისტკივილი, ყოფილი სუსის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახით აქვს. 

„ქართული ოცნება“ ზუსტად ისეთივე ბინძური მეთოდებით იბრძვის საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოდა, რა შედეგით დამთავრდა ეს ყველაფერი ვიცით. სავარაუდოდ კანონზომიერება არც ამჯერად დაირღვევა და ამ გარდაუვალ ცვლილებას „ოცნება“ მწვავედ გრძნობს.

ის, რომ „ოცნება“ გოგაშვილის პოლიტიკაში შემოსვლით შეფოთებულია, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს, თუნდაც ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გოგაშვილის გარემოცვის, ნაცნობ-მეგობრების წინააღმდეგ რეპრესიების ციკლი დაიწყო. ეს რა თქმა უნდა შეშინებულის კაცის პოზიციაა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ „ოცნებას“ შიშის საფუძველი ნამდვილად აქვს. ოცნებიდან წასულები ნაწილი გიორგი გახარიას, ნაწილი კი სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება.

დღეს „ქართული ოცნება“ 100-მდე ახალგაზრდამ დატოვა. ისინი „სახალხო პარტიას“  შეუერთდნენ და სოსო გოგაშვილის გვერდით დადგნენ. „ოცნება“ გურიის რეგიონალური ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. გიორგი ხავთასის თქმით “ოცნებას” ძველი ღირებულებებიდან მხოლოდ სახელი შემორჩა.

 

Next Post

2021 წლის მეორე კვარტალში მიზნობრივი თავდასხმების რიცხვი გაიზარდა

ორშ აგვ 16 , 2021
749 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიების“ მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა კომპლექსური მიზნობრივი თავდასხმების რაოდენობა Microsoft Exchange სერვერების გამოყენებით. კერძოდ, ამ პროგრამული უზრუნველყოფის მოწყვლადობას  იყენებს უცნობი, სავარაუდოდ ჩინურენოვანი ჯგუფი, გრძელვადიანი კიბერ-ჯაშუშობის GhostEmperor  კამპანიის განხორციელებისათვის.  მის სამიზნეებს  წარმოადგენს ძირითადად სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის მსხვილი კომპანიები, მათ შორის სამთავრობო დაწესებულებები  და სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ექსპერტების ვარაუდით, ჯგუფი იყენებს მოწინავე ინსტრუმენტებს, სულ მცირე, 2020 წლის ივლისიდან. […]

შესაძლოა მოგეწონოთ