„ნიკა მელიას განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის“

570 წაკითხვა

თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას „სიმხდალე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა“ უწოდა.

“ეს განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის. რაში მდგომარეობდა ეს ყველაფერი – ნიკა მელიას თქმით, ეს ადამიანი არ აპირებს თითქოს გირაოს გადახდას. სინამდვილეში, მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, მისი გირაო გადაიხადოს ე.წ. გვერდითა გზებით. მე დღეს თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი, თავად რომ არ იშვერდნენ ხელს ჩვენი მისამართით, თითქოს ჩვენ რაღაც აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო, რაც არასდროს მომხდარა სხვების შემთხვევაში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეტიც, გარანტიას ვაძლევთ ყველა ჩვენგანი პირადად მას, არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას, არც ასეთზე ფიქრს. თუმცა, ისინი მაინც იშვერენ ხელს ჩვენსკენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხის მოტყუებას.

თუ მას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. საზოგადოებამ ან ერთ ან მეორე მხარეს უნდა დაუჯეროს. თუ ის იტყუება ე.წ. უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, გამოდის, რომ ის მართალი არ არის ზოგადადაც. შესაბამისად, შემიძლია ასევე მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, როდესაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი, ან სხვა პირი გირაოს იხდის, უნიკალური კოდი არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება, კონკრეტულად რომელი ბრალდებულის სასარგებლოდ არის გირაო გადახდილი. ეს ე.წ. უნიკალური კოდი, რომელსაც ისინი ახსენებენ, არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი, რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც რომელიმე ბანკშია გახსნილი. გირაოს ანგარიში არის ღია. ის არ არის რაიმე კოდით დაცული, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა. ისინი იტყუებიან და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცხოა“,-განაცხადა მდინარაძემ.

Next Post

„ტყვიით ღიად მემუქრება ვიღაც არარაობა“ - ინგა გრიგოლია

პარ თებ 12 , 2021
570 წაკითხვაინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: „აქა ამბავი იმისა, როგორ ღიად მემუქრება ტყვიით ვიღაც არარაობა.დიდი იმედი არ მაქვს, რომ შესაბამისი სტუქტურა რეაქციას მისცემს ამ ფაქტს,მაგრამ მაინც დავდებ . ვნახოთ, დაიბარებენ თუ არა!!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia p.s— განვაახლებ, დამირეკეს პოლიციიდან,მივალ ხვალ საღამოს . ვნახოთ, როგორ დასრულდება ამ ავადმყოფის ამბავი.“ .

შესაძლოა მოგეწონოთ