„კარგით, რა, მართლა და მართლა! სირცხვილია!“ – ბონდო მძინარაშვილი

1,964 წაკითხვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს ეხმიანება, რომელიც სავარაუდო ძალადობას ეხება ყოფილი ცოლის მიმართ:

„ბასილაშვილის ცოლი რას ეტყვის თავის შვილს, ისევ შენთვის ვწვალობდი, შენთვის მინდოდა ის ფული, რომლის გასამმაგებასაც მამაშენს ვთხოვდიო?!

თვეში 100 ათასი რა სახსენებელია, 300 ათასია საჭიროო?!

კარგით, რა, მართლა და მართლა! სირცხვილია!

კაცს თავს ჭრიან და ვიღაცები თავის მოჭრამდე ჩაქოლვასაც მოითხოვენ!

კაცს ისე აცხადებთ მოძალადედ, თითქოს გაშველებისას თქვენც დაზარალდით და ჯერ არ გაგნელებიათ მაშინდელი ემოცია!

სასამართლოზე გაირკვევა ყველაფერი და არ არის საჭირო ეს ყველაფრისმცოდნეობა!

ფულზე რომ არ ყოფილიყო ლაპარაკი, კიდევ ჰო, მაგრამ მართლა ვერ ხვდებით, რა მასკარადი დაუდგეს ბასილაშვილს?!

ან ის ყოფილი ცოლი რას ემუქრება პირადი ამბების გამოქვეყნებით, ის ამბები მის შვილს სულ, სულ ოდნავაც არ დააზარალებს?!

ჯერ გაერკვიეთ, რა ხდება და მერე მოიმარჯვეთ ჩოგანი თუ გიტარა!
ჰო, ფრთხილად იყავით, ნაჯახად არ მოეჩვენოს ვინმეს!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

Next Post

ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება

კვი მაი 24 , 2020
1,964 წაკითხვაყველაზე აქტუალურ კითხვაზე – როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა? „პრაიმტაიმი“ შეეცადა ინფორმაციის მოძიებას. ჩვენი ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საორიენტაციო პერიოდად ერთი კვირა აიღო. ამ ხნის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდებიან. თუ პანდემიის შემთხვევებმა არ მოიმატეს, მაშინ – ერთი კვირის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის ამოქმედების ბრძანებას გასცემს. მკაცრად გაიწერება გადაადგილებისას, მგზავრთა უსაფრთხოების ზომები. რის შემდეგაც, თბილისის მერია სატრანსპორტო კომპანიებს მუშაობის უფლებას მისცემს. „პრაიმტაიმი“ თბილისის მერიას […]