რომელი ძალოვანები შემოიკრიბა მერაბიშვილმა და რა კულუარული ომებია მის გამო „ნაცმოძრაობაში“?

მერაბიშვილმა ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკვე გააკეთა არჩევანი და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში გამსვლელი ადგილიც დაიბევა. საუბარია იმაზეც, რომ მერაბიშვილმა კენჭი მშობლიურ სამცხე-ჯავახეთში იყაროს, მაგრამ თავად ექსმინისტრი ამაზე ფეხს ითრევს და სურს, კულუარულად ითამაშოს. არავისთვის უცხო არაა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერაბიშვილმა ყოფილი თუ მოქმედი ძალოვნების გაერთიანება შეძლო და საკმაოდ სოლიდური ძალაც დაიყენა გვერდით. მასთან ის ადამიანებიც არიან, რომლებიც ერთი წლის წინ, ზედ გავრილოვის ღამის წინა საღამოს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სუფრაზე სააკაშვილისა და მერაბიშვილის სადღეგრძელო ფეხზე ადგომით დალიეს. მაშინ თანამდებობა სამინისტროს ექვსმა მაღალჩინოსანმა დატოვა და მათ შორის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმაც. ეს ადამიანები ახლა ვანოს გვერდით არიან და რესურსი რომ გააჩნიათ, ადვილი მისახვედრია.

ზოგადად, მერაბიშვილის დროს ბევრი ძალოვანი შენატრის, რადგან მაშინ მათ ჰქონდათ განუსაზღვრელი ძალაუფლება და… ყველაფრის პატიების გარანტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილის დამატებით, ნაციონალებმა სოლიდური ძალა შეიმატეს და ეს მაშინ, როცა გუნდში მისი მიყვანა გიგი უგულავას სურდა, თუმცა გიგა ბოკერია კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და რაღა თქმა უნდა, მარტივად გაიმარჯვა კიდეც. სხვათა შორის, როგორც გვეუბნებიან, ნაციონალური მოძრაობის ის ლიდერები, რომლებიც სააკაშვილის ფრთას წარმოადგენენ, ღიად აფიქსირებენ, რომ სიის პირველი ნომერი სწორედ მერაბიშვილი იყოს და ეს იქნება მესიჯი იმისა, რომ ბატონ ვანოს მომავალ პრემიერად განიხილავენ. ამის წინააღმდეგი გრიგოლ ვაშაძეა, რადგან პრემიერობა თავად სურს, თუმცა ყველაზე კარგად სწორედ მან იცის, რომ ადამიანურ რესურსში მერაბიშვილთან ახლოსაც ვერ მივა. ვანოს წინააღმდეგია ნიკა მელიაც, რადგან ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახლავთ და გამოკვეთილ ლიდერად სურს ჩამოყალიბება, რის შესაძლებლობასაც მერაბიშვილი უბრალოდ არ მისცემს.

დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმაც, რომ სააკაშვილის „ჰიტლერიუგენდი“ ყველასგან დამოუკიდებლად ემზადება არჩევნებისთვის და მხოლოდ მიშას მითითებებს ასრულებს.

alia.ge

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *