რჩევები გიორგი გახარიას – „ასე “ნაციონალებს” კი არა, ლობიოს ვერ დავამთავრებთ“

2,917 წაკითხვა

ასე ყრუ დაცვაში დგომით, როგორც, ჩემდა გასაკვირად, ბ-ნი გახარია იდგა გ. ბოკერიას წინაშე, “ნაციონალებს” კი არა, ლობიოს ვერ დავამთავრებთ… ისევ და ისევ “რუსეთუმეობა” რომ არ დასწამონ, იმის შიში ალბათ, თორემ განა გახარიას არ შეეძლო:
1. განევრცო თეზისი, რომ გავრილოვს თავად “ნაცხროვამ” მოუგონა აფხაზეთის ომში რაიმენაირი მონაწილეობა და რომ ამის საბუთი არ არსებობს – მიზანი კი პროვოკაციის მოწყობა იყო, რომელიც გამოუვიდათ კიდეც;
2. გავრილოვს არანაირი მტრული დამოკიდებულება არ აქვს საქართველოს მიმართ, არამედ თავს ლამის სანახევროდ ქართველად მიიჩნევს, ხოლო რუსეთის ოფიციალური პოზიციაა აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება, რაც ვიცით (და ისიც ვიცით, რომ “ნაცხროვამ” გამოიწვია რუსეთის მიერ ეს აღიარება 2008 წლის პროვოკაციით);
3. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი, მართლმადიდებელი ერების დელეგატების მონაწილეობით, ვიღაც ბოკერიას სალაპარაკო თემა არ არის; ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მაღალი სტანდარტებით უნდა ჩატარებულიყო. არშემოშვებებით ფორუმის ჩატარება შეუძლებელი გახდებოდა;
4. “ნაცხროვამ” ფიზიკური საფრთხე შეუქმნა რუსულ დელეგაციას, რომელსაც დიპლომატიური სტატუსი იცავდა ვენის კონვენციების ძალით. ფორუმის ჩავარდნით შეილახა საქართველოს იმიჯი საერთაშორისო არენაზე. მეტიც, რომ არ ემარჯვათ პოლიციის და სახელმწიფო დაცვის ძალებს, დიპლომატის ჯანმრთელობის დაზიანებისთვის (თავში ბოთლიც ესროლეს გავრილოვს) რუსეთს სრული უფლება ჰქონდა, ფიზიკური პასუხი გაეცა “ანარქიით მოცული” საქართველოსთვის! აი ამაზე განსაკუთრებით უნდა წამოეკიდა ბოკერია, ნაცვლად რაღაც გაურკვეველი და მერყევი პასუხებისა;
5. ასეთი აგრესიული რეპლიკაც შეიძლებოდა: “ბატონო გიგა, გავრილოვი თუ საფრთხეა, თქვენ და თქვენი პარტია ბევრად დიდი საფრთხე ბრძანდებით საქართველოსთვის! პირადად თქვენ გამსახურდიასაც ამხობდით, შევარდნაძესაც და 20 ივნისს ახლანდელი დემოკრატიული ხელისუფლების დამხობასაც ცდილობდით! ჩვენი სისუსტეა, რომ კანონის ესა და ეს მუხლი თქვენთვის არ მოქმედებს!”…
გახარია დაბნეული ჩანდა, იგი აშკარად მერყეობდა, რა ტაქტიკა აერჩია ბოკერიას ისტერიული (ვითომ “საქმიანი”) ტონალობის და ხისტი რეპლიკების მიმართ. გახარია ხან აჰყვებოდა ბოკერიას მხრიდან დაკითხვას, ხან თავის სტილის მასზე თავსმოხვევას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, თუკი ბოკერია ვრცელ პასუხს, ისე, როგორც გახარიას უნდოდა, არ დააცდიდა, გახარიას უბრალოდ უნდა ეპასუხა: “რადგან მოკლე პასუხი გინდათ, მრავალწერტილით გიპასუხებთ”… შემდეგი კითხვა ბოკერიასი და, პასუხად გახარიას მხრიდან ისევ: “მრავალწერტილი!” და ასე შემდეგ. მესმის, ახლა სახლიდან ჩემთვის ადვილია რჩევების მიცემა კაცისთვის, როცა ის პარლამენტის ტრიბუნასთან დგას, მაგრამ ხომ იცოდა, სად მიდიოდა და რატომ არ მოემზადა კარგად? ისევ იმ უვარგისი მრჩევლებით აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას, რომლებიც უხვად არიან მთავრობის აპარატში და ცალკეულ სამინისტროებში?

გულბაათ რცხილაძე

Next Post

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს

კვი სექ 8 , 2019
2,917 წაკითხვამოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა​ ​საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხვრები მიიყვანეს. აქციაზე აცხადებენ, რომ „პარლამენტარები ცხვრებივით მისცემენ ხმას მთავრობის დამტკიცების საკითხს“. პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე იხილავს.

შესაძლოა მოგეწონოთ