„დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს “ – ირაკლი კობახიძე

1,832 წაკითხვა

დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გამართულ  ბრიფინგზე. მან  მადლობა გადაუხადა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ასევე იმ დეპუტატებს, რომლებმაც კონსტიტუციურ კანონის პროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს.

„თამამად შეიძლება ითქვას, დღეს, საქართველოს პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა შედგა. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე, პირველად, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც მთელი პარტიული სპექტრი თანხმდება. ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული იყო, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მადლობას ვუხდით ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მადლობას ვუხდით გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის უპრეცედენტო აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

Next Post

„დღევანდელი შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც..“ - გია ხუხაშვილი

ორშ ივნ 29 , 2020
1,832 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქზე: დღევანდელი შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმით და სახეზე ღიმილით პულტს ხელი დააჭირა და არც იმათი, ვინც გულში ბოღმით და კოპების შეკვრით პულტს ხელი არ დააჭირა. ეს იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, სრულიად გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს და ასევე უღირს აწმყოს. საკუთარი ჯანმრთელობის და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები მომავლის სახელით. იმ […]

შესაძლოა მოგეწონოთ