მარნეულის ეპისკოპოსმა მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს

1,721 წაკითხვა

მარნეულის მერსა და მეუფე გიორგის შორის, ნარიმან ნარიმონოვის ძეგლის გამო დაპირისპირება გრძელდება. საკვირაო წირვის შემდეგ მეუფე გიორგიმ მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ქართული ოცნების” კანდიდატს.

მეუფე გიორგი აცხადებს, რომ ზაურ დურგალი ეროვნული ინტერესების მოღალატეა და მას საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება.

“გუშინ გარეჯი ჩვენ ჩაგვიკეტეს წაგვართვეს და ვინც ჩვენ გარეჯი წაგვართვა, თავის დროზე მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, დღეს მისი ძეგლი პატივით შეამკეს და მერე, ვინც ეს გააკეთა ის პარლამენტში უნდა დაჯდეს… სირცხვილი თქვენ, სირცხვილი იმ ქართველს, იმ ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ვინც ამ პროვოკატორს, რომელმაც მოაწყო უდიდესი პროვოკაცია ჩვენს რაიონში, გვერდში დაუდგება, ვისაც ესმის ჩემი ხმა დაე გაიგონონ, ვისაც არ უნდა გაგონება ესეთნი არიან უგულისხმონი. ერი, რომელიც თავისუფლებასა და პურს შორის აირჩევს პურს, ის დაკარგავს პურსაც და თავისუფლებასაც… ხელს შევუშლით პირდაპირ ვიძახი, მსტოვრებს და ეროვნული ინტერესების მოღალატეებს არაფერი ესაქმებათ საკანონმდებლო ორგანოში” – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ცნობისთვის, მარნეულის მერი, რაულ დარგალი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია.

Next Post

გიორგი ლაღიძე - „ხალხს მობეზრდა რეკლამირებული ოპოზიცია, რომელმაც ყველანაირი რესურსი დიდი ხანია ამოწურა“

სამ ივლ 28 , 2020
1,721 წაკითხვა„დღეს ქვეყანაში არის უმწვავესი ვითრება, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“ – ეს განცხადება პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ, პრესკონფერენციაზე გააკეთა, პარტიის ლიდერის თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროა ძირეული ცვლილებები. „ცვლილებების განხორციელება ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა. ადამიანები ხვდებიან, რომ ქვეყნის წინსვლისა და განვითრებისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს მშვიდობიანი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა. […]