„აღტაცებით გმინავენ და ოხრავენ-ერთი სული აქვთ როდის დაისჯება საქართველო“ – სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:

კლინიკურ ფსიქიატრიაში შიზოფრენიის ერთ-ერთ კარდინალურ სიმპტომად ითვლება ახლობლების, განსაკუთრებით ოჯახის წევრების და შინაურების მიმართ უმიზეზო სიძულვილი.
ამასთან, ადამიანი მით უფრო მძაფრად განიცდის სიძულვილს ახლობლის მიმართ, რაც უფრო მეტად ზრუნავს ეს ახლობელი მასზე..
სიძულვილი ხშირად გამოიხატება ახლობლისთვის რაიმე მძიმე დანაშაულის. დაბრალებაში.
ამიტომ თავდასხმის ობიექტიც ძირითადად ახლობელი ხდება ხოლმე.
”საჭმელში წამალი ჩამიყარა”…
”მეზობელი ჭიჭიკიას მოკვლა უნდოდა, და იმიტომ ვცემე, რომ არ ჩაედინა”…
,, სულ ჩემს ნერვების მოშლას ცდილობდა და თავში ქვა იმიტომ ჩავარტყი”…
და ასე შემდეგ.
ეს მორალური ასპექტი აქვთ ხოლმე–დანაშაულის ჩადენას აპირებდა. (ან ჩაიდინა) და პრევენციის მიზნით, ან დასჯის მიზნით დავესხი თავსო
მოკლედ, სრული სერიოზულობით, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე –ნაც-სექტას სერიოზულად აღენიშნება შიზოფრენიის ეს სიმპტომი.
სულ მიზეზებს ეძებენ საკუთარ ქვეყნის შიზოფრენიული სიძულვილის გასამართლებლად.
ამჟამად შიზოფრენიის უკრაინულ სტადიაში ვართ.
ყველაფერში სიხარულით ადანაშაულებენ ქვეყანას.
ეს მარტო ანგარებით არ არის გამოწვეული.
დააკვირდით..რა სიხარულით ადანაშაულებენ საქართველოს ყველაფერში.
გასაგებია,, ნაც-ელიტას ეს აწყობს, მაგრამ.. ჩვეულებრივ რიგით სექტანტებს გადახედეთ- გამაოგნებელი კომენტარებია.
უბედურება ისაა, არანაც-სექტანტებიც ბევრი აიყოლიეს.
ისე აღტაცებით დებენ ბრალს საქართველოს ყველაფერში, (მთავრობაზე არაა საუბარი -საქართველოს დანაშაული უხარიათ)…გაოცდება ადამიანი…პირდაპირ სიხარულით ხელებს იფშვნეტენ, აღტაცებით გმინავენ და ოხრავენ-ერთი სული აქვთ როდის დაისჯება
საქართველო.
აგერ, მეზობელ აზერბაიჯანში რომ გადახვიდეთ ჩვეულებრივ გლეხ აზერბაიჯანელსაც ძნელად იპოვით ცუდი მთქმელს საკუთარ ქვეყანაზე, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ.
ამათ ოღონდ საქართველო ათათხინე და საჭმელს ნუ აჭმევ, თუ გინდა.
თან ერთმანეთის წამხედურად რომ ,,რცხვენიათ” ქართველობა.
კიდევ რა არის იცით მნიშვნელოვანი?
ძალიან ხშირად ეს შიზოფრენიის ერთადერთი სიმპტომია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამიტომ არის, რომ ახლობლების მიმართ მოზარდის აგრესიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგია-ფსიქიატრიაში.
მაგრამ რაღა დროს ამათი მოზარდობაა., შიზოფრენია სიშმაგეში გადაუვიდათ კარგა ხანია.
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…