ბაჩალიაშვილის სოცქსელებიდან წაშლილი ყველა ინფორმაცია აღდგება – აშშ-დან პასუხი მოვიდა

1,755 წაკითხვა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­და­ნაა წაშ­ლი­ლი, აღ­დგე­ბა. რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბი­დან უკვე მი­ი­ღეს.

მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

„ეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა. იგეგ­მე­ბა ხში­რი კონ­ტაქ­ტი. იყო სა­უ­ბა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩა­ერ­თვე­ბი­ან უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. ის აპა­რა­ტუ­რა გვექ­ნე­ბა, რაც და­ად­გენს ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა კი­თხვას“,- გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა იმ ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მათ აწყობთ, თუმ­ცა, მისი თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მი­მართ ნდო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­დეგ­ზე.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

ამბები

Next Post

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება

პარ აგვ 14 , 2020
1,755 წაკითხვა15 აგვისტოდან, ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია იწყება. მოზარდების მშობლებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციისთვის შემდეგი ინფორმაციები უნდა განათავსონ: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ […]