შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

1,925 წაკითხვა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Next Post

პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი 2000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

კვი აგვ 23 , 2020
1,925 წაკითხვათელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი […]

შესაძლოა მოგეწონოთ