„ახლა, ბიძინას მთავარი მოკავშირე, მიშა სააკაშვილია“ – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და  ბოლოდროინელ განცხადებებს აფასებს, რაც მისი თქმით, აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ირიბად ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე გამოდის

„ლიდერი მაშინ ხარ, როცა გაქცევას წაქცევა გირჩევნია.

გაქცეული მიშა ოპოზიციის აქტივი კი არა, მისი სისუსტეა და ამ უპასუხისმგებლო გამოხტომებით იგი პოლარიზაციის გაღრმავებაზე, მაშასადამე “ქართულ ოცნებაზე” მუშაობს.

ყოველი მომდევნო საჯარო გამოსვლისას უფრო და უფრო აშკარაა, რომ მისთვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი არაფერს ნიშნავს, თუკი აქ საკუთარი ძალაუფლება არ იგულა.

საშინელი საყურებელია კაცი, რომელიც ვერ შეეგუა, რო აღარ უნდათ და თავს არ ანებებს ყოფილს – ხან უთვალთვალებს, ხან უსაფრდება, ხან ექსჰიბიციონისტურად აჩვენებს რა კარგადაა უმისოდ, ჯერ ემუქრება, მერე სიყვარულს ეფიცება, ისტერიკებს უწყობს და არწმუნებს, რომ უმისოდ არაფერია, როცა საქმე პირიქითაა.

ჰგონია ასეთი ქცევა შანსებს უზრდის. ესეც პირიქითაა.

ამ უმწიფარ-ეგოისტური ქცევით იგი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივასთან ერთად საკუთარ პარტიასაც აზიანებს, რომლის რამდენიმე ლიდერმა ნამდვილად გამოავლინა პარტიის სამომავლო მეტამორფოზის პოტენციალი.

ახლა ბიძინას მთავარი მოკავშირე როგორც ენმ-ის, ისე ოპოზიციური კოალიციის წინააღმდეგ – მიშა სააკაშვილია” – წერს დიღმელაშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *