„გამოვდივართ ორი ინიციატივით…“ – დავით ჭიჭინაძე

1,473 წაკითხვა

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ “ოცნების პროკურატურის” მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმისა და გირაოს გადასახდელად ფულის შეგროვების კამპანია უნდა დაიწოს.

„გამოვდივართ ორი ინიციატივით:

1. ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ და ერთობლივად ავიღოთ ის ფინანსური ტვირთი, რასაც მათ „ოცნების“ ხელისუფლება, „ოცნების“ პროკურატურა დააკისრებს.

2. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია.

ანუ, როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, როდესაც ქართუ ბანკის ანგარიშების დაყადაღება ხდებოდა, ახლა მის გაშვებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ბოლოსდაბოლოს მოვუგროვოთ ის თანხა, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება, იქნებ დატოვოს ეს ქვეყანა და ქარვასლად აღარ აქციოს. რადგან, რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ღირსება მათთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ფინანსური ინტერესები.

ეს კი იმის დასტურია, რომ საკუთარ ხალხს ეს ადამიანი არ იცნობს”

Next Post

მარნეულში დედა-შვილი მოკლეს

ოთხ ნოე 4 , 2020
1,473 წაკითხვამარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. მკვლელობა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებული. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.