თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ნაციონალი მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს

1,131 წაკითხვა

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე აკაკი ხუსკივაძე დააკავეს, აკაკი ხუსკივაძე ერთ-ერთი იყო იმ პირთაგან, რომლებიც გობეჯიშვილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა დაასახელა.

ზაალიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ამავე დროს, თედორე გობეჯიშვილის მეგობრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, თედორე გობეჯიშვილის სამსახურიდან ხმაურით წამოსვლის შემთხვევაში სანაცვლოდ ჯერ თანხას ჰპირდებოდნენ, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში მოხვდებოდა.

აკაკი ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციასთან მისი ავტომობილის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს. პოლიციაში იმყოფება მისი ადვოკატიც.

სავარაუდოდ დაკავებულია აკაკი კობალაძეც.

შსს-ს თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე 115-ე მუხლით აქვს აღძრული.

რუსთავი 2

Next Post

ინციდენტი ტვ-პირველის ეთერში – ჟურნალისტს უცნობი მამაკაცი მიეჭრა(ვიდეო)

შაბ ნოე 7 , 2020
1,131 წაკითხვატვ – პირველის პირდაპირ ეთერში ინცინდენტი მოხდა. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ტრანსლირებისას ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს უცნობი მამაკაცი მიეჭრა, დაეჯაჯგურა და მისი ეთერიდან გაყვანა სცადა. ჟურნალისტი ამ დროს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ძებნილ ბადრი ესებუას თემაზე მომზადებულ სიუჟეტზე საუბრობდა. სიტუაცია განეიტრალება ადგილზე მყოფმა ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სცადეს. მამაკაცი ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.