„მაგრამ მას არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

1,560 წაკითხვა

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილზე წერს:

„სალომე სამადაშვილი ჭრიჭინებს ბოიკოტზე იმ არგუმენტებით, რა არგუმენტებიც ბოიკოტის გადაწყვეტამდე ჰქონდათ ბოიკოტის მოწინააღმდეგეებს.
ამ ყველაფრის ტრაგიკომიკურობა იმაშია, რომ სალომე სამადაშვილის პარტიამ ისე გამოაცხადა ბოიკოტი, ამ ქალბატონ პოლიტიკოსს ხმა არ ამოუღია – არცერთი საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ბოიკოტს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ კონიუნქტურა ასეთი იყო.
მერე დაიწყო ჭრიჭინი, როცა დასავლეთი მიაწვა – თითქოს გრიგოლ ვაშაძე რომ ბრიფინგს ატარებდა ბოიკოტზე, მაშინ ნათელი არ იყო რომ დასავლეთის პოზიცია ცალსახად ბოიკოტის საწინააღმდეგო იქნებოდა.
ახლა ბოიკოტის დარღვევა უფრო დიდი ზიანის მომტანია ოპოზიციისთვის, ვიდრე თავად ბოიკოტი – მაგრამ მას არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი.“- წერს ჩერგოლეიშვილი.

Next Post

„მწარედ ვამბობ, მაგრამ ასეა“ - ბონდო მძინარაშვილი

კვი ნოე 22 , 2020
1,560 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: პრობლემის მოგვარება პრობლემის აღიარებით და გააზრებით იწყება. ეს დიაგნოზივითაა, – ამიტომაც არის, რომ ექიმი მკურნალობას ვერ დაიწყებს, თუკი პაციენტს სრულფასოვანი გამოკვლევა არ ჩაუტარა. მაგრამ გამოსაკვლევად პაციენტი თვითონ უნდა მივიდეს, მას ექიმი ძალით ვერ მიიყვანს. პაციენტმა უნდა აღიაროს და გაიაზროს, რომ მკურნალობა სჭირდება! ვუყურებ, ვუსმენ ჩვენს პოლიტიკოსებს და გული მიწუხდება: რაც დრო გადის, პოლიტიკური კლასი […]