„დაიტანჯა დღეს ერთი არხი ბიძინა ივანიშვილის ქონების დათვლით“ – ამირან სალუქვაძე

510 Views
ამირან სალუქვაძის პოსტი ფეისბუქში:
დაიტანჯა დღეს ერთი არხი ბიძინა ივანიშვილის ქონების დათვლით. ბლუმბერგმა რა გამოაქვეყნა არ ვიცი, ახლა ვნახე ფორბსზე, 21 ნოემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელიც შეადგენს 4,88 მილიარდ დოლარს.
ივანიშვილს რომ უთვლით ქონებას, რომელიც 8 წლის წინ ხელისუფლებაში დაახლოებით 5,5-6,5 მილიარდით მოვიდა ხან უმცირდება, ხან ეზრდება და ისევ მაგ ნიშნულზეა, იმ პოლიტიკოსების ან ყოფილი ჩინოვნიკების ქონებები დათვალეთ, რომლებიც რევოლუციურად, დახეული ბოტასებით მოვიდნენ და დღეს მულტიმილიონერები არიან.
იქნებ ჩამოუაროთ მათ სასახლეებს, დეკლარაციებს (პირველს და ბოლოს), ბიზნესებს?! თუ დაგეხმაროთ?
არ ინტერესედებით, ციხიდან გამოსული ექს-ჩინოვნიკები სად ცხოვრობენ?!
არც ის დაგითვლიათ ნაცმოძრაობამ რა თანხა დახარჯა ამ ან წინა არჩევნებზე? მე გეტყვით, სულ მცირე 25-30 მლნ. დათვალეთ. ყველამ იცის რამდენ ოლქში რამდენი შტაბი იყო, რა შემადგენლობით, რა ხარჯებით, რამდენი აგიტატორი, ზონის უფროსი და კოორდინატორი იყო 3600 უბანზე და 3 თვის მანძილზე რამდენი გადაუხადეს?! დათვალეთ ბილბორდები, რეკლამები, ტრანსპორტის ხარჯები და მოსახლეობაში დახარჯული თანხები.
როცა ხელისუფლებაში გამდიდრებული ექს-ჩინოვნიკების ქონებებს ვერ ხედავთ, რომლებიც დღეს, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, უკვე მერამდენედ, ათეულობით მილიონს ხარჯავენ და ივანიშვილის სურათებს და ბიზნესებს დასდევთ, მოდით ერთ კითხვას გაეცით პასუხი: რამდენი მილიონის ქველმოქმედება ირიცხება ყოფილი ხელისუფლების მილიონერების სახელზე და რამდენი ივანიშვილის?
პასუხი ხომ იცით? კეზერაშვილის და სხვა მილიონერი ექს-ჩინოვნიკი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ქველმოქმედება შეადგენს ნულ ლარს.
რაც შეეხება ივანიშვილს, რომელსაც დღეს დაუთვალეს ქონება, სურათები და ბიზნესები, თუმცა ძალიან არაკვალიფიციურად, ჩამოვთვლი მის მირ განხორციელებულ პროექტებს:
1. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, აღდგენილი 800-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშებით. ვინც ვაზი გააჩეხინა, ამ საშვილიშვილო საქმის მნიშვნელობას ვერ გაიგებს.
2. ენციკლოპედია, რომელშიც შევიდა და ციფრულ ფორმატში იქნა გადატანილი საქართველოს ოქროს ფონდი, ეთნოგრაფია, ფოლკლორი, კულტურა, ისტორია, არქეოლიგია. ამ სამუშაოს არსს ყველა, განსაკუთრებით ვინც ამ ყველაფერს ებრძვის და ანადგურებს, ვერ ჩაწვდება.
3. 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი, მუზეუმები, საზოგადო მოღვაწეთა სახლ-მუზეუმები, თეატრები, კონსერვატორიები, ოპერა, ფილარმონია და უამრავი სხვა. აქვე, ვარძიის რესტავრაცია და კიდევ რამდენიმე ახალი სართულის აღმიჩენის სამუშაოების დაფინანსება.
4. სამება და სხვა ეკლესიები, მ.შ. აბასთუმანში, ხიბულაში და ა.შ.
5. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე 36 ახალი სკოლა, 400-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, ინვენტარით და კომპიუტერებით აღჭურვა, თსუ-ს 1 და 2 კორპუსების რეაბილიტაცია და აღჭურვა.
6. ჯარის და პოლიციის უზრუნველყოფა რეფორმების საწყის ეტაპზე.
7. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, აღჭურვა, რამდენიმე საავადმყოფოს, ამბოლატორიული ცენტრების მშენებლობა და აღჭურვა, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი და სხვა. ჯამში 450 მილიონზე მეტი ინვესტიცია, პლუს 20 მილიონზე მეტი მკურნალობის ხარჯების დაფინანსება და სხვა.
8. დასასვენებელი და გასართობი პარკების, ცენტრების მშენებლობა ან რეაბილიტაცია და სხვა პროექტები:
-“ციცინათელა” (ოზურგეთი, ურეკი),
-დენდროლოგიური პარკი (ოზურგეთი, შეკვეთილი),
-მინიატურების ქალაქი, საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურები (ოზურგეთი, ურეკი),
-Black Sea Arena (ოზურგეთი, შეკვეთილი), 200 მლნ დოლარი,
-პრომეთეს მღვიმე
-ბათუმის დეკფინარიუმი
-ბათუმის ზოოპარკი
-ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, სრული დაფინანსება,
-თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, სრული დაფინანსება,
-ზუგდიდის სახ. თეატრის მშენებლობა,
-ბათუმის ეშმაკის ბორბალი
-საბაგირო გზა ბაკურიანში
-ბოტანიკური ბაღი 85 ჰექტარზე (განმუხური, ზუგდიდი),
-პროექტი ინტერნეტი ყველა სოფელს. 2000 სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა. ქართუ პროექტს 150 მილიონით დააფინანსებს.
-თბილისის ცენტრალური პარკი, იპოდრომი (პროექტი), 160 მლნ ლარი პლუს მშენებლობის ხარჯები 20-30 მლნ-ზე მეტი;
-მთაწმინდის ფერდობის აღდგენა (პროექტი),
-გორის დასვენების პარკი (პროექტი)
-სპორტული კლუბი “ბასა”,
-რაგბის 23 სტადიონი და სხვა.
აი ესაა დაჯამებული ჩამონათვალი. ნაყიდ და გაყიდულ ნახატებზე რომ ნერვიულობდით, ის რატომ არ გაიხსენეთ, ფიროსმანის ნახატები რომ შეისყიდა და ქვეყანაში დააბრუნა?!
ებრძოლეთ პოლიტიკურად. რას უთვლით ქონებას ერთადერთ მილიარდელს, რომელსაც თავისი ქონების სულ მცირე ნახევარი ქვეყანაში აქვს დახარჯული. იქნება ვეშვილოთ და გვარჩინოს?!
დათვალეთ თქვენი “ბოსების” ქონებები, რომლებიც დიდი ხანია ფორბსის რეიტინგებში უნდა იყვნენ.
კიდევ ერთხელ დახედეთ ფორბსის დღევანდელი მონაცემების ფოტო ასლს – 4,88 მლრდ დოლარი. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, გაცილებით მეტი ჰქონდა. ჰოდა, ნეტა მეტი იშოვოს. ქვეყანაში მეტს დახარჯავს.
ასობით პოლიტიკოსი, ამ 30 წლის მანძილზე, მოვიდნენ ცარიელი ჯიბეებით და ყველას ერთად, ჯამში, ივანიშვილზე რამდენჯერმე მეტი ქონება აქვთ, შაურიანი არ დაუხარჯავთ ქვეყნისთვის.
ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, გიყვარდეთ, არ ზოგავენ. ცალკე ტელევიზიებს ინახავენ მოსახლეობის დასასტრესად და ზიზღის დასათესად.
ებრძოლეთ პოლიტიკაში. ფული გაცილებით მეტი გაქვთ. არჩევნებზე რამდენიმე პარტიამ ერთად, ოცნებაზე გაცილებით მეტი დახარჯეთ. ჭკუით გჯობნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„ასე ოპოზიცია სახეს შეინარჩუნებს“ - რამაზ საყვარელიძე

კვი ნოე 22 , 2020
510 Views„მრავალპარტიულობაში დღეს ხომ პარლამენტში იმ პარტიების შესვლა იგულისხმება, რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას არ აპირებენ მმართველ პარტიასთან“ – აცხადებს რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესთან“ ინტერვიუში, მისი თქმით: „ასეთმა მრავალპარტიულობამ შეიძლება დაანგრიოს ქვეყანა. მრავალპარტიულობასაც თავისი კულტურა უნდა, რაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. მრავალპარტიულობის კულტურის მომწიფების შემდეგ შეიძლება გახდეს მრავალპარტიულობა კარგი შედეგის მომტანი. დღეს ოპოზიციას შეუძლია თქვას – არჩევნების შედეგს არ ეთანხმება, […]

mediapress.ge@gmail.com