„ასე ოპოზიცია სახეს შეინარჩუნებს“ – რამაზ საყვარელიძე

1,878 წაკითხვა

„მრავალპარტიულობაში დღეს ხომ პარლამენტში იმ პარტიების შესვლა იგულისხმება, რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას არ აპირებენ მმართველ პარტიასთან“ – აცხადებს რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესთან“ ინტერვიუში, მისი თქმით:

„ასეთმა მრავალპარტიულობამ შეიძლება დაანგრიოს ქვეყანა. მრავალპარტიულობასაც თავისი კულტურა უნდა, რაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. მრავალპარტიულობის კულტურის მომწიფების შემდეგ შეიძლება გახდეს მრავალპარტიულობა კარგი შედეგის მომტანი. დღეს ოპოზიციას შეუძლია თქვას – არჩევნების შედეგს არ ეთანხმება, მაგრამ ანგარიშს უწევს პარტნიორ ქვეყნებს და შედის პარლამენტში. ამგვარი ფორმულირებით ის სახეს შეინარჩუნებს და გაუჩნდება პოლიტიკური პერსპექტივა“.

Next Post

„იმ შეცდომას დღემდე ვიმკით“ - ჰამლეტ ჭიპაშვილი

კვი ნოე 22 , 2020
1,878 წაკითხვა„ორი წლის განმავლობაში სომხეთი ანტირუსული პროპაგანდის ბუდედ იქცა“ – აცხადებს „მედიაპრესთან“ პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, მისივე თქმით: „გაჩნდა რუსული სამხედრო ბაზების საწინააღმდეგო ლოზუნგები. სკოლებში აიკრძალა რუსული ენის სწავლება. ერევანში გახშირდა ამერიკელი, ევროპელი, ნატოელი მაღალჩინოსნების პროვოკაციული ვიზიტები. მარტო აშშ-ს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ჯონ ბოლტონის ვიზიტი რად ღირს, რომელმაც ყოველმხრივი დახმარება დაჰპირდა სომხეთის ხელისუფლებას,  თუ ის ჩამოშორდებოდა რუსეთს. პრაგმატულად მოაზროვნე სომხეთმა, […]