„მეც იგივე მაინტერესებს, რაც თქვენ…“ – მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

1,094 წაკითხვა

გირჩის წევრის ვახო მეგრელიშვილის თქმით, არ იცის ჯაფარიძემ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება და ახლა სწორედ ამის გარკვევას ცდილობს.

„ახლა მივდივარ ოფისში, ალბათ ჟურნალისტებიც მობრძანდებით თუ შესაძლებელი იქნება თქვენთან ერთად… მეც მინდა გავიგო, მეც იგივე მაინტერესებს, რაც თქვენ ამ შემთხვევაში“, — ამბობს მეგრელიშვილი.

დღეს, 4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია გირჩი გაიყო. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა.

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე არ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.

წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“, — წერს ჯაფარიძე ფეისბუქ ჯგუფში.

Next Post

„ვუყურებ ახლა ეკრანს და ვფიქრობ..“ - თაკო ჩარკვიანი

პარ დეკ 4 , 2020
1,094 წაკითხვათაკო ჩარკვიანის პოსტი ფეისბუქში: ახლა ვუყურებ ტვ ეთერს, კობასადმი ( დავითაშვილისადმი)მიძღვნილი გადაცემაა -7 ნოემბერის ამბებთან დაკავშირებით, იხსენებენ იმ საზარელ ამბავს, როგორც მას მოექცნენ მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს ( მართლაც შემზარავი დანაშაული იყო) შემდეგ ,უკვე ამ ოცნების ხელისუფლების დროს მისი -კობას წერილი გამოქვეყნდა , სადაც ის ამბობს , რომ არც ერთი დავდამსხმელი დაკავებული არ არის და მუშაობენ ჩვეულებრივადო, მაშინ 7 […]

შესაძლოა მოგეწონოთ