„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა ბევრი „გირჩი“ იქნება“ – ზურაბ ჯაფარიძე

1,332 წაკითხვა

ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, „ბევრი გირჩი“ იქნება.

„2008-ში ოპოზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ “გირჩი” კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი “გირჩი” იქნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა.

 

Next Post

მატლიანი ჩაი და გაფუჭებული პროდუქტი აღსაზრდელებს – როგორ სურსათს არიგებენ საბავშვო ბაღებში?

სამ დეკ 8 , 2020
1,332 წაკითხვაპანდემიის დროს სახლში დარჩენილ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თბილისის მერია იმ პროდუქტებს ურიგებს, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების სამზარეულოში პატარებისთვის უნდა მომზადებულიყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დარიგებული გაფუჭებული პროდუქტი და მატლიანი ჩაია. ფაქტს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა რომ ნებისმიერი ადეკვატური დედაქალაქის მთავრობა საგამოიძებო უწყებებს გაგზავნიდა და სოციალურ ქსელში გასაჯაროებულ საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა: “ნაცვლად […]