„21 დეკემბერს იწყება ცვლილებები, რომელიც სამყაროში 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება!” – ნინო თოლორდავა

1,225 წაკითხვა

ნინო თოლორდავას პოსტი ფეისბუქში:

„ხვალ, 21 დეკემბერს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეა!
21 დეკემბერს იწყება ის ცვლილებები, რომლის მსგავსი სამყაროში, 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება!
21-ში არის მზებუდობა – ახალი მზის დაბადება. ფაქტობრივად, ძველი მზე კვდება, ასე ვუწოდებთ ამ მოვლენას ასტროლოგიაში. ამასთან, საზოგადოება და სამყარო გადადის ცნობიერებისა და მენტალური განვითარების მეხუთე განზომილებაში. ხდება კვანტური ცვლილება, ასეთი რამ 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება.
შუმანის სკალის მიხედვით, თუ ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით 20-დან 30 ჰერცამდე ვიბრაციულ სიხშირეში – დედამიწაც ამ სიხშირეზე იყო მომართული და ადამიანებიც, 21 დეკემბრიდან ჩვენ სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.
წარმოდგენა რომ გვქონდეს, რას ნიშნავს ეს, გეტყვით – შიში არის 1,5 ჰერცი სიხშირის, ხოლო ბოღმა-წყენა 2,5 ჰერცი, კეთილშობილება – 150 ჰერცი, სიყვარული – 250 ჰერცი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი უკვე ადამიანებისაგან კატეგორიულად ითხოვს მეტ სიყვარულს, მეტი კეთილშობილების გამოვლენას, სიკეთის წინა პლანზე წარმოჩენას, რათა ჩვენ 40 ჰერცზე დაბლა არ დავეშვათ.
თუ ადამიანი ივლის ბოღმის, წყენის და შურის გზით, 40 ჰერცამდე თუ ვერ ავიდა თავისი ვიბრაციული მუხტით, ასეთი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება და შეიძლება, დაუსრულდეს კიდეც სიცოცხლე. ძითითადად, ვინც ივლის სიკეთის გზით, მას ექნება მეტი შანსი.
2021 წელი არის ერთგვარი რევოლუციური წელი, სხვათაშორის, ვირთხის წელში ყოველთვის ხდება რადიკალური სიახლეების შემოტანა, მაგრამ ეს იდება პროექტების სახით. 2021-ში, როდესაც უკვე ხარი შემოვა, ხდება ამ იდეების პრაქტიკული ხორცშესხმა”
.ასე რომ იარეთ სიკეთის გზით ,რაც უფლის გზაა და სწორედ უფლის გზაზე მავალთ ყოველთვის იხსნის უფალი ! წინ გველის 2021 წელი სიხარულით და სიყვარულით სავსე!”

Next Post

„მგონი ბოლოს რუსული „სპუტნიკით“ აგვცრიან“ - ნინო ჯანგირაშვილი

ორშ დეკ 21 , 2020
1,225 წაკითხვანინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ამათ ცოტა ყურადღება თუ არ მივაქციეთ ვაქცინაზე, ისე არიან მიყუჩებულები და ისეთ გაუგებრობებს ბოდიალობენ მგონი ბოლოს რუსული „სპუტნიკით“ აგვცრიან“.