პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა

1,663 წაკითხვა

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება.

Next Post

„გარბის და ტოვებს უკიდურეს სიღარიბეს..“ - ლევან ლორთქიფანიძე

ორშ იან 11 , 2021
1,663 წაკითხვაპოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს ეხმაურება: „ადამიანს ჰქონდა ხალხის ძალიან დიდი ნდობა, აბსოლუტური უმრავლესობით აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს, ზურგს უმაგრებდა რამდენიმე მილიარდი, არ აკლდა საერთაშორისო ყურადღება. მას შეეძლო ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის ფუნდამენტური გარდაქმნა, გრანდიოზული ცვლილებების განხორციელება. ნაცვლად ამისა, ამაყობს საკონსტიტუციო რეფორმით, მურუსიძის სასამართლოთი და გარბის პირადი კონფორტის შესაქმნელად, გარბის და პოლიტიკაში ტოვებს კობახიძესა და […]

შესაძლოა მოგეწონოთ