„გუშინ დილის 4 საათისთვის პოლიციას მივეცი ინფორმაცია“ – ლელა წურწუმია

“ვიღაცამ დადო ჩემი და მამულიჩას აპრილის თვის ლაივი, რაღაც ციფრები დააწერა ზემოდან და ვითომ ჩვენ ვათამაშებდით 5.000 დოლარს, შემდეგ ითხოვდა პირად მონაცემებს საბანკო რეკვიზიტებს, ვიღაცები გაბრიყვდნენ, პირადი მონაცემები მისცეს, ხალხო, ამ თაღლითს და წვდომა საკუთარ ფულთან”, – ამის შესახებ მომღერალმა ლელა წურწუმიამ “ფეისბუქ ლაივის” დროს განაცხადა.

ლელა წურწუმიას თქმით, ვიღაც ადამიანები სოციალურ ქსელებში მის სახელზე ყალბ გვერდებს ქმნიან და მოტყუებით ხალხს ფულს სძალავენ, რის გამოც მან სამართალდამცავებს მიმართა.

მომღერალი მოუწოდებს საზოგადოებას, იყვნენ ფრთხილად და ნუ მისცემენ საკუთარ პირად მონაცემებს უცნობ ადამიანებს.

“ვიდეო გადიოდა, ვითომ მე და მამულიჩა ვათამაშებდით ფულად პრიზს, ეს ვიდეო არის აპრილის თვის, თუ ამ ვიდეოს კარგად მოუსმენთ, მიხვდებით, რომ აღდგომის დღესასწაულის დროინდელია და ბოლოს გილოცავთ აღდგომას-თქო, ვამბობ…

ერთი პრობლემაა, რომ ადამიანები თაღლითობენ, მაგრამ ნუ აძლევთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, განსაკუთრებით საბანკო მონაცემებს, ცოტა უფრო მეტი ყურადღებით იყავით, დღეს, ალბათ, ვიღაცებმა ნახეს, რომ მათი საკრედიტო ბარათები არის ცარიელი.

ინსტაგრამზე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თქვენი სახელით ეს ადამიანი აკეთებს ამას და ამას.

როდესაც ჩემი ადმინისტრატორი წერდა კომენტარებს, რომ არ ენდოთო, შლიდა ამ კომენტარებს, მერე კიდე ვიღაცები აზიარებდნენ, გეხვეწებით, ხელს ნუღა უწყობთ. ფეისბუქს მივწერე, დაბლოკეს, მერე კიდევ გახსნა ახალი, მთელი ჯგუფი მუშაობს, ერთი კი არა… იმდენი ვინერვიულე, წნევამ ამიწია, მთელი ღამე არ მეძინა. გუშინ დილის 4 საათისთვის პოლიციას მივეცი ინფორმაცია“, – ამბობს ლელა წურწუმია.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *