გიორგი რურუა ციხიდან ალეკო ელისაშვილს მიმართავს

1,445 წაკითხვა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, გიორგი რურუა განცხადებას ავრცელებს და „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიმართავს, რომელმაც განაცხადა, რომ რურუა პატიმრობაში ოპოზიციის გამო რჩება.

„ჩემო მეგობარო ალეკო,

ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს.

მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“, – წერს გიორგი რურუა.

Next Post

„ის გახდა ლიდერთა ლიდერი და ჩემი ვარაუდით...“ - ინგა გრიგოლია

შაბ იან 16 , 2021
1,445 წაკითხვაინგა გრიგოლია ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე შესაძლოა მომავალი პრემიერ-მინისტრი იყოს. ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა: „ირაკლი კობახიძე გახდა მდივანთა მდივანი, ლიდერთა ლიდერი და ჩემი ვარაუდით, ის შეიძლება მომავალი პრემიერიც იყოს“– თქვა ინგა გრიგოლიამ.