„პლინტუსის ქვემოთაა ეს ყველაფერი, შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს, ნათელაშვილს, აკო მინაშვილის პოლიტიკურ თემებზე ელაპარაკო?“ – გოგა ხაინდრავა

1,169 წაკითხვა

ხაინდრავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა.

„მოლაპარაკებები არც შედგება. იქ, სადაც სააკაშვილია, არაფერი შედგება. სააკაშვილთან ერთად როგორ შეიძლება, რამე შედგეს? ვერასდროს ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების გარდა. ამ ქვეყანაშია სხვა არაფერი მოუტანია. დღეს იმ მოძრაობის სათავეში დგას, რასაც სიბნელე ჰქვია.
მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყველასათვის მოსაწონი ხელისუფლება არ არსებობს, საერთოდ, მუდმივად მოსაწონი ხელისუფლებაც არ არსებობს. ამ მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. ევროპელები მიხვდნენ, რომ ეს არის განუვითარებელი პოლიტიკური კლასი, რომელთანაც რაიმე ტიპის სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც აქედან გამოვიდა, ყველამ დაინახა, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. როგორ შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს, შალვა ნათელაშვილს, აკო მინაშვილის პოლიტიკურ თემებზე ელაპარაკო?
დანიელსონი გინდაც 10-ჯერ დაბრუნდეს აქ, შეცვლის ნინო ბურჯანაძის, ან ნათელაშვილის, ან მინაშვილის აზროვნებას? წარმოიდგინეთ, აკო მინაშვილს რომ დასვამენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმის ქვემოთ რაღა უნდა იყოს? პლინტუსის ქვემოთაა ეს ყველაფერი.

კვირა

Next Post

გიორგი ლაღიძე - „ქართველი პოლიტიკოსები  ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ხალხის ინტერესები დაეყენებინათ“

შაბ მარ 27 , 2021
1,169 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება: „ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და არასტაბილური ვითარება აზარალებს ქვეყანას. ევროპა ძალიან კარგად ხედავს არსებულ კრიზისს და იმასაც ხედავს, რომ კრიზისის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში შედის. როგორც სჩანს, ქართველი პოლიტიკოსები  ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ხალხის ინტერესები დაეყენებინათ. ეს კრიზისი მალე უნდა […]

შესაძლოა მოგეწონოთ