მეწყერული პროცესებზე დასკვნა ცნობილია – „აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაშია“

1,237 წაკითხვა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე არსებული მეწყერული პროცესებზე დასკვნა ცნობილია. სპეციალისტების რეკომენდაციით, „აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან დროებით მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერია, რომ მცირეა შანსი დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს.

„გაზრდილია მოცულობა დაძრული ნაწილის. აქამდე თუ საუბარი იყო აქამდე 500 000 კუბურმეტრამდე, ახლა მოცულობა 800 000-მდე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაში და დინამიკაშია. დაზუსტებულად საუბარია მოწყვეტის ზედაპირზე, ანუ მეწყერის სიღრმეზე, რომელიც 16-18 მეტრის სიღრმეზე მერყეობს. ეს სიახლეა, იმიტომ რომ აქამდე გვეგონა 10-12 მეტრი. ბროწეულის ქუჩის მოსახლეობაზე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან დაზუსტებით ვერ ვამბობთ, ნამდვილად შეეხება თუ არა საფრთხე ამ მოსახლეობას, ამიტომ ვფიქრობთ მათ დროებით გაყვანას ტერიტორიიდან,“- დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.
„ნაპრალის მარჯვენა და მარცხენა ბლიკი დინამიკაშია. პირველადი შედეგებით, ფარდობითი გადაადგილება მეწყერის მარჯვენა ბლოკის არის კვირაში 2-23 სანტიმეტრი, რაც გაცილებით სწრაფია, ვიდრე მეორე ბლოკი, თუმცა ისიც დინამიკაში,“- განმარტავს გეოლოგი გიორგი ახალაია.

Next Post

„თავხედი რუსი!“ - რას წერს მაკა ჩიჩუა პოზ­ნე­რის ჩამოსვლასთან დაკავშირებით

პარ აპრ 2 , 2021
1,237 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გუშინ იუბილარი გახლდათ. მას 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ დაბადების დღის მისალოცი გზავნილების ავტორებს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე არღიშნა, რომ “მშვენიერი საჩუქარია ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი”. “მშვენიერი საჩუქარია, ჩემი ქვეყნიდან გაძევებული თავხედი რუსი!!!!დიდი მადლობა მეგობრებო, ამდენი კეთილი სიტყვებისთვის ! სიტყვას დიდი ძალა აქვს !!!! სიტყვას შეუძლია ძალიან გააბედნიეროს ან პირიქით -გაანადგუროს ადამიანი […]