„მკვლელობის ადგილზე მაინც მივიდნენ ჩემი მეგობრები..“ – რუსუდან შარაძე

1,471 წაკითხვა

2020 წლის 20 მაისს, 13 წელი შესრულდა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან. ამასთან დაკავშირებით მისმა ქალლიშვილმა, რუსუდან შარაძემ ფეისბუქში წერილი გამოქვეყნა და მკითხველს მისი ემოციური მდგომარეობა გაუზიარა:

„13 წლის წინ, გარდავიცვალე და ვიღაც ახალმა გავიღვიძე, ახალი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. საბოლოოდ, როგორ გავართმევ თავს, მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროზე მეტია, რომ ამდენი დრო გავიდა, ამდენი რამ მოხდა და ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა. ალბათ, როგორ დაგღალეთ, მაგრამ რა გავაკეთო, არ ვიცი…

მელიქიშვილზე, მკვლელობის ადგილზე მაინც მივიდნენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. მე არ მითხოვია, ღმერთი-რჯული… ის კი არა, გოგლამ რომ დამირეკა, ძლივს ამოვთქვი, რომ რამდენიმე ქალი აპირებდა წასვლას. არ ვიცოდი, სხვებიც თუ მიდიოდნენ.

ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო!  სიტყვები არ მყოფნის მადლობის გამოსათქმელად 

აფეთქდა აქაურობა და ჩემი ტელეფონი. ყველას გმადლობთ!  ისე გამამხნევეთ, რომ თავიდან დავიბადე. სულ ასეა, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველ 20 მაისს ვკვდები და თავიდან ვცოცხლდები, თქვენ მაცოცხლებთ ,  მიყვარხართ!   იხარეთ და იდღეგრძელეთ“– წერს რუსუდან შარაძე.

Next Post

„ვერასოდეს გადაურჩებით ქართველი ხალხის რისხვას, ერის ღალატისთვის“ - ემზარ ქვარიანი

ხუთ მაი 21 , 2020
1,471 წაკითხვა„ის რაც დღეს დღეობით ქართულ პოლიტიკაში ხდება, მიმდინარე პროცესები, ეს ყველაფერი არის პირდაპირი მნიშვნელობით ქართველი ხალხის ღალატი“ – წერს სოციალურ ქსელში „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ საორგანიზაციო უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი: „იმის ნაცვლად, რომ დღეს, ნაცები თავდახრილები დადიოდნენ ქუჩაში რაც მათ დანაშაული ჩაიდინეს ერის წინაშე, აქეთ თავაწეულები დადიან და იქეთ ცხოვრების წესს გვთავაზობენ, და ეს ყველაფერი ოცნების […]