„გიორგი გახარიას მე ჯერ ვერ დავახასიათებ, როგორც ახალი პარტიის წარმომადგენელს და ლიდერს, რადგან ჯერ არაფერი არ გაუკეთებია და ჯერ ადრეა, ერთი ციკლი მაინც უნდა უნდა გავიდეს და ერთი არჩევნები ჩატარდეს, რომ შევაფასოთ ამ თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, როგორც ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი, ჩემგან დადებითის გარდა არაფერს არ იმსახურებს“- განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსი“-ს გადაცემა „რეალური პოლიტიკის“ ეთერში სტუმრობისას.
„სანამ ქართული ოცნებიდან“ წავიდოდა, მანამდე ჩემი შეფასება მისდამი, მხოლოდ დადებითია. ძალიან პრინციპული საკითხები გადაწყვიტა სახელმწიფოებრივად. მახსოვს როგორ გავიდა ხალხში, არეულ-დარეულობას რომ აწყობდნენ და იმოქმედა ზუსტად ისე, როგორც უნდა ემოქმედა, ამიტომ იმ ჰიპოსტაზში ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი“- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
რაც ეხება გახარიას და ქართული ოცნების პოლიტიკურ დაშორებას, გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ არ არის გუნდის წევრი, შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა მათ შორის და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება.