საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლების ღია მხარდაჭერა ლგბტ თემისა და პრაიდის მიმართ. ამ საკითხს ეხმიანება სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
„დავაკვირდეთ „ოვერტონის ფანჯრის“ სქემას, განა ჩვენ ამ საფეხურებს არ გავდივართ წარმოუდგენლიდან მისაღების გავლით საკითხის, თემის ჯერ მისაღებად, შემდეგ კი ნორმად ქცევამდე?
ნეიტრალური დამოკიდებულება განსხვავებულის მიმართ-ეს ტოლერანტობაა, იმის ზევით-უკვე მანიპულატორული ტექნოლოგიაა და გაღიზიანებას, პროტესტს იწვევს.
პატივცემული (არ მინდა ბრჭყალებში ჩასმა) ელჩები სწორედ ნეიტრალურის უფრო ზედა საფეხურზე აყვანას უწყობენ ხელს, რითაც არა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ, უკვე ერის ქსოვილში იჭრებიან!
აქ უკვე აზრს კარგავს მათი დამტვრეული ქართულით მიმართვებიც, „თოლერანთობის“ კლიპებიც და „ყვითელი ფოთლები“-ს ქართულად შესრულებაც! ერისადმი უპატივცემლობის ფონზე ეს ყველაფერი თვალთმაქცობის სახეს იღებს!“- წერს მაია ნიკოლეიშვილი